„გაეროს კლიმატის ცვლილების რიგით 27-ე კონფერენციაში მონაწილეობა მნიშვნელოვანია, კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში ჩვენი ქვეყნის გლობალურ ურთიერთობებში ინტეგრაციისთვის“

„გაეროს კლიმატის ცვლილების რიგით 27-ე კონფერენციაში მონაწილეობა მნიშვნელოვანია, კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში ჩვენი ქვეყნის გლობალურ ურთიერთობებში ინტეგრაციისთვის“

access_time2022-08-03 13:00:00

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი ეგვიპტის დელეგაციის წევრებს შეხვდა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.


შეხვედრაზე სასურსათო უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელეს და გაეროს კლიმატის ცვლილების რიგით 27-ე კონფერენციის (COP27) დეტალები განიხილეს. კონფერენცია (COP27) მიმდინარე წლის 7-18 ნოემბერს ქალაქ შარმ-ელ-შეიხში გაიმართება.


როგორც ნინო თანდილაშვილმა საუბრისას აღნიშნა, კლიმატის ცვლილება და გარემოს დაბინძურება დიდ გავლენას ახდენს როგორც ეკონომიკის სხვადასხვა დარგზე და სოფლის მეურნეობაზე, ისე თითოეული მოქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებაზე.


„ქვეყანაში გვაქვს ძალიან მკაფიოდ, ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის დოკუმენტი (NDC), კლიმატის ცვლილების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. გაეროს კლიმატის ცვლილების რიგით 27-ე კონფერენციაში მონაწილეობა მნიშვნელოვანია, კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში ჩვენი ქვეყნის გლობალურ ურთიერთობებში ინტეგრაციისთვის“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.



შეხვედრაზე ეგვიპტის არარეზიდენტმა ელჩმა საქართველოში, ბაჰა დესუკი აღნიშნა, რომ ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში სასურსათო უსაფრთხოებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება; შესაბამისი მიმართულებით ქვეყანაში ევროპული სტანდარტები დაინერგა, თუმცა, მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოება ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება.


ნინო თანდილაშვილმა რეგიონში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე მარცვლეულის სექტორში არსებულ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მარცვლოვანი კულტურებისა და ხორბლის წარმოების განვითარება ქვეყანაში კვლავ აქტუალური საკითხია.
მინისტრის მოადგილემ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროკავშირი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. ქართული აგროსასურსათო პროდუქცია, როგორიცაა ქართული ღვინო, ხილ-ბოსტნეული, თხილეული და თაფლი შეუფერხებლად გადის ექსპორტზე ევროპის ბაზარზე.
შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო განახლებადი ენერგიის წყაროების, მწვანე ენერგიის განვითარების საკითხს. მხარეებმა სასუქებისა და პესტიციდების ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკიდან საქართველოში იმპორტირების შესაძლებლობის საკითხზეც იმსჯელეს.
შეხვედრას ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის თანაშემწე ევროპის საკითხებში იჰაბ ნასრი ესწრებოდა.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up