გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ 2016-2020 წლებში 460 მლნ ლარით იზარალა

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ 2016-2020 წლებში 460 მლნ ლარით იზარალა

access_time2022-05-23 11:00:59

საქართველოში სახელმწიფო კომპანიების აბსოლუტური უმრავლესობა ზარალიანია. მათგან ერთ-ერთი გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაა, რომლის ზარალმაც 2020 წელს 205 მლნ ლარს და ბოლო 5 წელიწადში 460 მლნ ლარს მიაღწია, თუმცა წყალმომარაგების პრობლემა რეგიონებში დღემდე არ მოგვარებულა და პრემიერისვე აღიარებით, 2030 წლამდე ვერც მოგვარდება.


2020 წელს გაერთიანებულმა წყალმომარაგების კომპანიამ შემოსავლის სახით 39 მლნ ლარი მიიღო, რასაც 30 მლნ ლარი სახელმწიფო სუბსიდია და 3.5 მლნ ლარი სხვა შემოსავალიც დაემატა. ფინანსურმა ხარჯებმა კი იმავე წელს 193 მლნ ლარს მიაღწია. საკურსო სხვაობით მიყენებულმა ზარალმა 9 მლნ-ს გადააჭარბა. ელექტროენერგიაში 17 მლნ ლარი იქნა გადახდილი, ცვეთის ხარჯებმა 19 მლნ-ს გადააჭარბა, თანამშრომლებზე ხელფასების სახით კი 24 მლნ ლარი გაიცა. ყველა ხარჯის გათვალისწინებით ზარალმა 2020 წელს 205 მლნ ლარი შეადგინა.


2020 გამორჩეული ზარალის მოცულობით იყო და არა ზოგადად ზარალით. 2016 წელი გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ 65 მლნ ლარიანი ზარალით დაასრულა, 2017 წელი 64 მლნ ლარიანი ზარალით, 2018 წელს ზარალიც მოცულობა 40 მლნ-მდე შემცირდა, მაგრამ 2019 წელს 85 მლნ-მდე გაიზარდა. 2016-2020 წლებში კომპანიამ ჯამში 460 მლნ ლარით იზარალა.


2016-2020 წლებში გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის აქტივების მოცულობა, მეტწილად ძირითადი საშუალებების ხარჯზე, 409 მლნ-დან 1.192 მლრდ ლარამდე გაიზარდა, მაგრამ წყალმომარაგების პრობლემა ვერც ამ ფაქტმა გადაჭრა.



შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ 2010 წლის 14 იანვარს დაარსდა. კომპანიის ძირითადი საქმიანობა წყლის მოპოვება, დამუშავება და შემდგომ საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ აბონენტებისთვის მიწოდებაა. წყლის მიწოდება რეგულირებადი საქმიანობაა და ტარიფებს სემეკი განსაზღვრავს.


კომპანიის სტრუქტურა თბილისის სათაო ოფისის, 11 რეგიონული ფილიალისა და 56 სერვისცენტრისგან შედგება. დასაქმებულთა რაოდენობა 2900-ს აღწევს, მათგან 12% ადმინისტრაციის თანამშრომელია, 31% კომერციული სექტორის, 57% კი ტექნიკური სფეროსი. კომპანია რეგიონებში 324 000 საყოფაცხოვრებოს და 23 000 არასაყოფაცხოვრებო აბონენტს ემსახურება.


წყლის ტარიფი რეგიონებში ფიზიკური პირებისთვის ძირითადად ტონაზე 50 თეთრს შეადგენს, გამონაკლისი ფოთია სადაც ტონა წყალი 80 თეთრი ღირს, იურიდიული პირებისთვის კი ფასი 9-ჯერ მეტი - 4.50 ლარია.


რიგი ინვესტიციების მიუხედავად 24 სთ-იანი წყალი იშვიათობაა. პატარა ქალაქებსა და სოფლებში უკეთეს შემთხვევაში წყალი ყოველდღე მოდის, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე საათით. ზოგ სოფელში მხოლოდ კვირაში ერთხელ და ზოგან კიდევ უფრო იშვიათად.


გასულ წელს ცნობილი გახდა, სამთავრობო გეგმის შესახებ. სახელმწიფო 10 წლის მანძილზე 9 მლრდ ლარის დახარჯვას გეგმავს. პროგრამის ფარგლებში 24 სთ-იან წყალმომარაგებაზე დიდი ქალაქები 2025 წლამდე უნდა გადავიდეს, სოფლები და პატარა ქალაქები კი 2030 წლამდე.


გიორგი ელიზბარაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up