გაგრძელდება რეფორმები, რომლებიც უზრუნველყოფს მცირე და საშუალო მეწარმეობის ხელშეწყობას - ირაკლი ნადარეიშვილი

გაგრძელდება რეფორმები, რომლებიც უზრუნველყოფს მცირე და საშუალო მეწარმეობის ხელშეწყობას - ირაკლი ნადარეიშვილი

access_time2023-03-29 22:00:01

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა მონაწილეობა მიიღო SME Policy Index-ის (მცირე და საშუალო მეწარმეობის პოლიტიკის ინდექსი) განახლებულ რეიტინგში საქართველოს პირველადი შეფასების განხილვაში, რომელიც ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ (OECD) წარმოადგინა. წინა სამ შეფასებაში საქართველო ლიდერი იყო ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებს (სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, მოლდოვა) შორის.


განხილვაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოში არსებული დონორი ორგანიზაციების, აგრეთვე საჯარო და კერძო სექტორისა და ბიზნეს ასოციაციების ხელმძღვანელი პირები.


ირაკლი ნადარეიშვილმა ვრცელად ისაუბრა საქართველოს ეკონომიკურ ტენდენციებზე, აგრეთვე იმ ნაბიჯებზე, რომელთაც ქვეყნის მთავრობა დგამს მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისა და განვითარების მიმართულებით. მისი თქმით, ეკონომიკის სამინისტროს კოორდინაციით, ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის მხარდაჭერითა და OECD-ისა და GIZ-თან მჭიდრო თანამშრომლობით შემუშავდა საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების 2021-2025 წლების სტრატეგია და შესაბამისი სამოქმედო გეგმა, რომელიც დამტკიცდა საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით.



მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, მცირე და საშუალო ბიზნეს სექტორის ეფექტიანობის ზრდა საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტული მიმართულებაა. მისი თქმით, ბოლო წლებში განსაკუთრებით დაიხვეწა და მეწარმეთა საჭიროებებზე უფრო მორგებული გახდა სააგენტოების - „აწარმოე საქართველოში" და „ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს" მიერ განხორციელებული და მიმდინარე პროგრამები და პროექტები.


მინისტრის მოადგილის განცხადებით, გაგრძელდება ის რეფორმები, რომელიც უზრუნველყოფს მცირე და საშუალო მეწარმეობისათვის საკანონმდებლო, ინსტიტუციური და ოპერაციული გარემოს გაუმჯობესებას, სამეწარმეო უნარების ამაღლებას, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდას, ბაზარზე წვდომის გაუმჯობესებას, ინოვაციებისა და კვლევისა და განვითარების ხელშეწყობას, ქალთა მეწარმეობის განვითარებას და მწვანე ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობას მცირე და საშუალო მეწარმეობისთვის. „ვფიქრობ, ეს ყოველივე თავის ლოგიკურ ასახვას ჰპოვებს  OECD-ის SME Policy Index-ის მე-4 რაუნდის შეფასებაში და საქართველო არა მხოლოდ შეინარჩუნებს, არამედ გაიუმჯობესებს პოზიციებს ყველა მიმართულებით," - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა. 


აღსანიშნავია, რომ OECD-ის SME Policy Index-ი ახალი რეიტინგი მიმდინარე წლის ბოლოს  გამოქვეყნდება. 

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up