გაიაფდება თუ არა მედიკამენტები და რას შეცვლის რეფერენტული ფასების რეგულაცია

გაიაფდება თუ არა მედიკამენტები და რას შეცვლის რეფერენტული ფასების რეგულაცია

access_time2022-10-21 16:00:57

ჯანდაცვის სამინისტრო მედიკამენტებზე რეფერენტული ფასის დაწესებაზე მუშაობს. როგორც დაანონსებულია რეგულაცია ძალაში 2023 წლიდან შევა. რას შეცვლის მომხმარებლისა და ბიზნესისთვის მედიკამენტებზე რეფერენტული ფასის დაწესება, ამ და სხვა თემებზე BMG TV - ის ეთერში პსპ-ს ადმინისტრაციულმა დირექტორმა მამუკა ბრეგვაძემ ისაუბრა. მისი თქმით, კონსულტაციების და რისკების გათვლის გარეშე სიახლის დანერგვამ შესაძლოა მედიკამენტების ბაზარზე დეფიციტი შექმნას და შავი ბაზარი გააქტიუროს.

 

„დიდი ხანია უკვე რეფერენტულ ფასებთან დაკავშირებით საუბარი მიდის. ამ ეტაპზე სამინისტროსთან კონკრეტულ საკითხებზე მსჯელობა არ გვქონია. თუმცა გაჟღერდა, რომ ბოლო ეტაპზე ფარმაცევტულ კომპანიებთან შეხვედრა გაიმართება, რათა კონსულტაციების რეჟიმში გავიაროთ კონკრეტული საკითხები და დეტალები.

 

დაანონსებულია, რომ რეგულაცია 2023 წლიდან უნდა ამოქმედდეს და რომელ თვეში ამოქმედდება ეს კონკრეტულად არ ვიცით. თუ პირველი თვიდან შემოვა, ვფიქრობ, რომ ორთვიანი საკონსულტაციო რეჟიმი ძალიან ცოტაა და მაშინ დაძაბულ რეჟიმში მოგვიწევს მუშაობა, რომ რაღაც  შედეგებზე გავიდეთ“, - აღნიშნა მამუკა ბრეგვაძემ.

 

მამუკა ბრეგვაძემ რეფერენტული ფასების მოდელის  დადებითი და უარყოფითი მხარეებიც განიხილა და განმარტა, რეგულაციის  დადებითი მხარე სოციალური პროექტებია, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს და პროექტის ფარგლებში კონკრეტულ მედიკამენტებზე ფასები დადგენილია. სადაც საწყის ეტაპზე 16 მედიკამენტი იყო თუმცა მისი რაოდენობა დღეს  გაზრდილია. მისივე თქმით, დადებითი მხარე არის ის, რომ კონკრეტულ მედიკამენტზე  სახელმწიფოს განსაზღვრული აქვს კონკრეტული  ფასი და  მომხმარებელი, რომელიც  ქრონიკულად მოიხმარს და წამლის მიმართ მოწყვლადია ის დარწმუნებულია იმაში, რომ მისი  ბიუჯეტი  მომდევნო გარკვეული პერიოდის განმავლობაში გათვალისწინებული იქნება.


 

რაც შეეხება უარყოფით მხარეს ბრეგვაძის თქმით, რეფერენტულმა ფასმა შესაძლოა გარკვეულ წამლებზე დეფიციტი  შექმნას,  რადგან კონკრეტულ კომპანიას შეთავაზებული ფასით ოპერირება აღარ მოუნდეს და ბაზრიდან გავიდეს, მათ შორის ინოვაციური წარმოებები, ახალი მედიკამენტები და ახალი ფორმულები.


ბრეგვაძემ ასევე  აღნიშნა, რომ წამლების მომწოდებლებთან მოლაპარაკებები ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს, შესაბამისად თუ ფარმაცევტულ კომპანიებს არ ექნებათ საკმარისი დრო ხარვეზები შეიქმნება.

 

„ეს ცოცხალი რეჟიმია, რაც ყოველდღიურად მიმდინარეობს. ჩვენ მოლაპარაკებები, მომწოდებელთან ყოველდღიურ რეჟიმში გვაქვს საუბარი,  შეკვეთების გაკეთება და  ა.შ. ეს არის ბიზნესის ციკლი. იმ შემთხვევაში თუ ჩვენ არ გვექნება საკმარისი დრო ხარვეზები იქნება, მომწოდებლებთან სასაუბროდ დრო არ დაგვრჩება. მიმდინარე მარაგები რაც არის იმ მარაგებზე როგორ გავრცელდება ეს  რეფერენტული ფასები საკითხავია და არის რაღაც მცირე ნიუანსები, რაც ბიზნესს შეაფერხებს“, - აღნიშნა მამუკა ბრეგვაძემ.

 

თაკო კვაჭანტირაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up