გაიცანით  საქართველოს ბანკის „ქალ მეწარმეთა განვითარების პროგრამის“ კიდევ ერთი ბენეფიციარი, მადონა ბეინაშვილი

გაიცანით საქართველოს ბანკის „ქალ მეწარმეთა განვითარების პროგრამის“ კიდევ ერთი ბენეფიციარი, მადონა ბეინაშვილი

access_time2023-02-23 14:50:53

„ბელის ცომიკები“ სიყვარულის, ხალისის, სიფერადისა და ფანტაზიის უსაზღვრო წყაროა. მას შეუძლია ოჯახის წევრები შვილებთან უფრო მეტად დაახლოვოს, გაახალისოს და გააბედნიეროს არა მხოლოდ ბავშვები, არამედ მათი მშობლებიც. ჩვენთან ერთად ყველა ბედნიერია“, - ამბობს საბავშვო საძერწი ეკო პლასტილინის - „ბელის ცომიკების“ დამფუძნებელი, მადონა ბეინაშვილი, რომელიც საქართველოს ბანკის „ქალ მეწარმეთა განვითარების პროგრამის ერთ-ერთი ბენეფიციარია.


მადონა გვიყვება, რომ სწორედ „ქალ მეწარმეთა განვითარების პროგრამაში“ მონაწილეობისას გადაწყვიტა კომპანიის სახელის - „ცომიკების“ დარქმევა.


„ბელის ცომიკები“ საძერწი ცომია, რომელიც მზადდება მხოლოდ საკვები პროდუქტით. ცომს რბილი, სასიამოვნო და მარტივად ფორმირებადი სტრუქტურა აქვს, რომელიც სენსორული და მოტორული უნარების განვითარებას უწყობს ხელს, აღვიძებს და ავითარებს ფანტაზიას, ფერების აღქმას. „ბელი“ დავარქვი იმიტომ, რომ ჩემი შვილების სახელებს - ბესოს და ლიზის მოიცავს, თან თავისთავად საყვარელი სიტყვაა და საბავშვო თემას უხდება. „ცომიკები“ კი, საძერწ ცომია, პატარაა, ფერადი და საყვარელი - შესაამისად „ცომიკები“ უფრო ზუსტად ასახავს მას. 


ერთ ამბავს გავიხსენებ, როდესაც „ქალ მეწარმეთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, ერთ-ერთ ტრენინგზე ჩემს იდეას ვაცნობდი - „ცომიკები“ რამდენჯერმე ვახსენე და აღნიშნულმა სიტყვამ ისეთი მოწონება დაიმსახურა, რომ ამან კიდევ უფრო მეტად გადამაწყვეტინა „ცომიკების“ დარქმევა“, - გვიყვება მადონა.


მეწარმემ იდეა, რომელიც  ბიზნესად აქციასაკუთარ შვილებს დაუკავშირა.



„სახლში ხშირად ვამზადებდი მსგავსი ტიპის გასართობებს, რადგან ორი მცირეწლოვანი შვილი მყავს. ერთ-ერთი აუტისტური სპექტრის მქონეა და მისი განსაკუთრებული მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად და მრავალფეროვნებისთვის საკმაოდ ბევრი რამე ვცადე. ასევე, დიდ მნიშვნელობას
 ვანიჭებ ეკოლოგიურობას. შესაბამისადამ დამოკიდებულებამ გადამაწყვეტინა სათამაშოების კეთება. „ცომიკები“ ერთ-ერთი იყო, რაც ჩემი შვილებისთვის დავამზადე. აღმოჩნდა, რომ საუკეთესო ხარისხის გამოვიდა - ამის შემდეგ კი, აქტიურად ვამზადებდი სხვადასხვა ფერის ცომებს. ჩვენთვის იმდენად მნიშვნელოვანი, საჭირო და საყვარელი გასართობი გახდა, ყველგან თან ვატარებდით, სადაც წავიდოდით. ჩემთვის დიდი მოტივაცია იყო ისიც, რომ ჩემი შვილის თერაპევტებს ძალიან მოეწონათ და დღეს ისინი თერაპიის პროცესში აქტიურად იყენებენ. ასე იქცა გასართობი სათამაშო „ცომიკები“ ბიზნესად“, - გვიყვება მადონა.



ეკომეგობრული და მრავალფეროვანი „ცომიკები“ გათვლილია, როგორც ბავშვებზე, მშობლებზე, ასევე პატარებთან მომუშავე სპეციალისტებზე.


„ცომიკებით“ თამაშს დამამშვიდებელი ზემოქმედება აქვს, რომელიც ხსნის სტრესსა და დაძაბულობას. უფროსებისთვის ეს არის საუკეთესო საშუალება ბავშვებთან საკომუნიკაციოდ და სათამაშოდ. უფროსი ასაკის ადამიანებისთვის საკმაოდ კარგია ხელის მტევნების გასავარჯიშებლად, განსაკუთრებით ინსულტის შემდგომი რეაბილიტაციის პროცესში“, - გვიხნის მეწარმე.


მადონა სამომავლოდ გაფართოებასა და სასწავლო კურსის დამატებასაც  გეგმავს, რომელიც სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის უფასო იქნება.



„სამომავლოდ ვაპირებ „ცომიკებთან“ დაკავშირებით აქსესუარების, სხვადასხვა ზომისა და ფორმის ხის დაფების, საბრტყელებლის, საჭრელის, ასევე საბავშვო წინსაფრებისა და სამკლაურების დამატებას. ვაპირებ უგლუტეინო საძერწი ცომის გამოშვებას, იმ პატარა მომხმარებლებისთვის, რომლებსაც გლუტეინის აუტანლობა აქვთ. ასევე, ვგეგმავ გაფართოებას, სტენდის გაკეთებას, მაღაზიებთან და საბავშვო ცენტრებთან თანამშრომლობას. ვაპირებ კურსის გაკეთებასაც, რომელში მონაწილეობაც სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის უფასო იქნება“, - აღნიშნავს  მადონა.



„ბელის ცომიკების“ შეძენა, ონლაინ მაღაზიასა და გამოფენებზეა შესაძლებელი.


რაც შეეხება „ქალ მეწარმეთა განვითარების პროგრამას“, მადონა ამბობს, რომ აღნიშნულმა პროგრამამ დიდი წვლილი მიიღო მისი ბიზნესის კიდევ უფრო განვითარებაში.  


„ქალ მეწარმეთა განვითარების პროგრამიდან“ ძალიან ბევრი რამ მივიღე  - მოტივაცია, ცოდნა, მიმართულება, საინტერესო ადამიანები, იდეები, რაც მთავარია სახელი „ცომიკები“,  რისთვისაც მადლობელი ვარ. ეს პროგრამა არის და ყოველთვის იქნება ჩვენი საქმიანობის, იმ გეგმებისა და მიზნების სათავეში, რომელიც გვაქვს და სულ მალე განვახორციელებთ“, - ამბობს „ბელის ცომიკების“ დამფუძნებელი, მადლონა ბეინაშვილი.


ინფორმაციისთვის, „ქალ მეწარმეთა განვითარების პროგრამა“ საქართველოს ბანკის პროექტია, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) და შვედეთის მთავრობასთან პარტნიორობით ხორციელდება. ინიციატივა, თეორიული და პრაქტიკული კომპონენტების გაერთიანებით, 200 ქალი მეწარმის ციფრული უნარებისა და შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს მიზნად.



(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up