გაიფლანგება თუ არა კიდევ 1 მილიარდი? - საქართველო კოვიდპანდემიის მორიგი ტალღის მოლოდინში

გაიფლანგება თუ არა კიდევ 1 მილიარდი? - საქართველო კოვიდპანდემიის მორიგი ტალღის მოლოდინში

access_time2022-07-12 11:30:09

ქვეყანაში კოვიდპანდემიის მეშვიდე ტალღა სექტემბრიდან დაიწყება  ამაზე სპეციალისტები რამდენიმე დღეა ღიად საუბრობენ. დაავადებათა კონტროლის ცენტრი უკვე გასცემს რეკომენდაციებს დახურულ სივრცეებში პირბადეების ტარებასთან დაკავშირებით, მოქალაქეებს კი მოუწოდებენ, გაიკეთონ ვაქცინის ბუსტერ დოზა. კლინიკებში კი, სადაც კოვიდპაციენტების მიღებას აგრძელებენ, აცხადებენ, რომ ასეთი დატვირთული კი არა, გადატვირთულები არიან.


სახელმწიფო პანდემიის კიდევ ერთ ტალღას სავარაუდოდ, ისევ მოუმზადებელი ხვდება. ბევრი არათანმიმდევრული გადაწყვეტილებების პარალელურად, გავიხსენოთ რამდენიმე თვის წინანდელი, ჯანდაცვის (იმ დროს ახალი) მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადება, რომ „კოვიდკლინიკების უმრავლესობას სახელმწიფომ 2 წლის განმავლობაში 1 მილიარდ ლარზე მეტი ცარიელ საწოლებში გადაუხადა, რისი საჭიროებაც არ იყო“. საინტერესოა არა, რა ხდება დღეს? ეს საკითხი დღემდე პრაქტიკულად გამოუკვლეველია. მიუხედავად იმისა, რომ მინისტრმა, ინფექციების კონტროლის, ასევე ფინანსური თუ მკურნალობის პროტოკოლების შესრულების კუთხით მიმდინარე მონიტორინგის შედეგების გასაჯაროვების, კონკრეტული კლინიკების დასახელების და ცალკეული პირების პასუხისმგებლობის საკითხის პირობა დადო, მორიგი ტალღის მართვა ისევ მათ ევალებათ.


ეკატერინე ტიკარაძეც გავიხსენოთ, რომელსაც პანდემიის მართვის პროცესში არსებული ხარვეზების, დაშვებული სისტემური შეცდომების, ვაქცინაციის კამპანიის ჩავარდნისა და კოვიდით გარდაცვალების იმ სტატისტიკის გამო, რომლითაც საქართველო მსოფლიოში მოწინავე ადგილებს იკავებდა, ხშირად აკრიტიკებდნენ. მაგალითად, ტიკარაძემ ბოლო სამუშაო დღეს, ჯანდაცვის სამინისტროში სამწლიანი საქმიანობის შეჯამებისას, Covid-19-ით „მაღალი სიკვდილიანობაში“, პასუხისმგებლობა ჰოსპიტალურ სექტორს გადაუნაწილა და თქვა, რომ „პაციენტები უფრო ხშირად კვდებიან არა კოვიდით, არამედ ჰოსპიტალური ინფექციით“.


რა ხდება დღეს, ისევ მილიარდების გაფლანგვისკენ მივდივართ? ახლა კლინიკები უფრო მზად არიან, მოწესრიგებულები და პრობლემები აღარ არის?



ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი ვატო სურგულაძე „კომერსანტთან“ ამბობს, რომ მაშინ როდესაც მინისტრი ერთი მილიარდის გაფლანგვაზე საუბრობს და მტკიცებულება არ აქვს, უფრო მეტიც მორიგ პიკთან საბრძოლველად იმავე ჯგუფს ტოვებს, ბევრ კითხვას ბადებს.


„პანდემია არ დამარცხებულა და პიკს სექტემბერში აუცილებლად მიაღწევს, ამ სიტუაციიდან გამომდინარე რაც საქართველოში ხდება, ვგულისხმობ აცრის გაკეთების უგულებელჰყოფას, მაშინ რდესაც მხოლოდ ეს არის ერთადერთი გამოსავალი თავი დავაღწიოთ ვირუსის აღმასვლას. რაც შეეხება პანდემიის მართვას, როდესაც მინისტრი ამბობს, რომ სახელმწიფომ მილიარდი დახარჯა და ეს თანხა არამიზნობრივად გამოიყენეს, კონკრეტულად უნდა დაასახელოს თუ ვინ დახარჯა და ამაზე სერიოზული მოკვლევა უნდა დაიწყოს. მილიარდი თითქმის მთელი საქართველოს ჯანდაცვის ბიუჯეტია და ამ რაოდენობაზეა საუბარი. გამოვიდა, რომ ვიღაცამ სახელმწიფოს თანხა დახარჯა, მინისტრმაც კი ეს იცის და მტკიცებულება არ არსებობს, ეს რბილად რომ ვთქვათ ძალიან არასერიოზულია და ბევრ კითხვას ბადებს.


რაც შეეხება კონკრეტულ თემას, რატომაც ტიკარაძეს ედავებიან გაფლანგვას ანუ ცარიელ საწოლებში თანხის გადახდას, ჩემი აზრით, ეს იყო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება კოვიდის დროს, რომ კლინიკებს ეარსებათ და არ განეცადათ გაკოტრება.


ერთ-ერთი ყველაზე ჩამორჩენილი ქვეყანა ვართ ვაქცინაციაში, შესაბამისად ჩვენ აუცილებლად გვექნება პრობლემები, გარდა იმისა, რომ საუბარია თითქოს მარტივი შტამია. არავინ ცდილობს ვაქცინაციის რეალურ პოპულარიზაციას, უფრო მეტიც პრემიერი გამოდის და ამბობს, რომ ვაქცინაცია არ შველის, არადა თავის დროზე ამაში ხომ ფული გადაიხადა სახელმწიფომ და ბოლოს გაუფუჭდათ. ესეც გამოსაკვლევი თემაა, ესეც გაფლანგვაა. რეალურად რა მივიღეთ მე-7 ტალღის წინ? ჯანდაცვას მართავს იგივე ხალხი, თითქოს მინისტრი შეეცვალათ, მაგრამ ამით ფუნდამენტურად არაფერი შეცვლილა, უფრო მეტიც მგონი თვითონ აცრილი არც არის. მოსვლისთანავე მინისტრმაც დაადასტურა, რომ პანდემია ცუდად იმართებოდა და ბევრი ფული უმიზნოდ გაიფლანგა, თუმცა აქ დასრულდა ეს საკითხი“, ამბობს ვატო სურგულაძე.


„კომერსანტი“ ცდილობს ჯანდაცვის სამინისტროში გაარკვიოს თუ რა ეტაპზეა „მილიარდის გაფლანგვის“ საქმის მოკვლევა და რა ბერკეტი შეიმუშავა ამ დროის განმავლობაში უწყებამ იმისთვის, რომ პანდემიის მოსალოდნელ პიკთან ბრძოლის დროს, მსგავსი კორუფციის ფაქტები აღარ დაფიქსირდეს.


ნინო თამაზაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up