„ბიზნესი მქონდეს და მის მართვას რა უნდა?!“ „მთავარი აწყობაა, თორე შემდეგ თვისით მიდის ყველაფერი..“ ალბათ გსმენიათ მსგავსი მოსაზრებები ბიზნესის „ამუშავებასთან“ დაკავშირებით, რომელიც საფუძველსაა მოკლებული.
სწორედ ბიზნესის მართვა, შესყიდვები, გაყიდვები, მარაგების აღრიცხვა არის ის ფუნდამენტური საკითხები, რომელიც საქმის წარმატებას განაპირობებს. ერთი პატარა შეცდომა და სრულიად ირევა მონაცემები, ციფრები და თავდაყირა დგება ყველაფერი.
მსგავსი შეცდომების თავიდან ასაცილებლად არსებობს optimo.ge, რომელიც ეხმარება ბიზნეს ოპერატორს მართოს ბიზნესი მარტივად, შეცდომების გარეშე.
ოპტიმო პროგრამაა, რომელი მზა სტატისტიკებითა და ანალიტიკის სახით აწვდის ინფორმაციას ბიზნესის მესაკუთრეს ყველა იმ მნიშვნელოვანი საკითხის შესახებ, როგორიცაა მაგალითად გაყიდვები, შესყიდვები, ბესტსელერი პროდუქტები, მარაგების აღრიცხვა და.ა.შ.
ეს უკანასკნელი მართლაც რომ დიდი გამოწვევაა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის. აღრიცხო კალმით და ფურცლით, ან თუნდაც ექსელის ფაილით მარაგში არსებული პროდუქტები ისე, რომ არაფერი შეგეშალოს თითქმის წარმოუდგენელია. გარდა იმისა, რომ ეს საქმე ძალიან დიდ ენერგიას და დროს მოითხოვს, არავინაა დაზღვეული მინიმალური შეცდომისგან, რომლის „წყალობითაც“ იქმნება ისეთი სურათი, რომელიც არასწორ რელსებზე აყენებს ბიზნესს.
ინფორმაცია პროდუქციის მარაგებისა და ვადები ს შესახებ სასიცოცხლო მნიშვნელობისაა ნებისმიერი მაღაზიისთვის, განსაკუთრებით კი მათთვის, რომლებიც მალფუჭებად პროდუქტს ყიდიან. დროულად აღმოჩენილი მოკლევადიანი პროდუქტი მარკეტინგულ გუნდს აძლევს საშუალებას, დაგეგმოს ისეთი აქტივობა, რომელიც მოახდენს რეალიზაციას შედარებით დაბალ ფასში, ისე რომ მომხმარებელიც ინფორმირებული და კმაყოფილი დარჩეს და თავად სავაჭრო ობიექტიც.
ბოლო პერიოდში, ხშირად იცვლება პროდუქციის ფასები, პროგრამა მიგანიშნებთ ცვლილებაზე, რათა შეძლოთ ძველი ფასის ნახვა და ახალი გასაყიდი ფასის სწორად განსაზღვრა.
ვისთვის არის ოპტიმო განკუთვნილი?
ოპტიმოს პროგრამა ნებისმიერი კატეგორიის მაღაზიისთვის გამოიყენება ეს იქნება მარკეტი, ხილ- ბოსტანი, ზოომაღაზია, საცხობი, კაფეტერია, ავტონაწილების მაღაზია და.ა.შ. ყველგან, სადაც იყიდება რაიმე სახის პროდუქტი, რომელსაც სჭირდება აღრიცხვა, მარაგების კონტროლი შესყიდვების, გაყიდვების ანალიზი და სტატისტიკები წარმატებული ნაბიჯების გადასადგმელად - გამოგადგებათ და დაგჭირდებათ ოპტიმო. ზემოხსენებული ფუნქციების გარდა, Optimo დაგეხმარება იმუშაო უფრო მშვიდად, მოწესრიგებულად და სწრაფად მოემსახურო კლიენტებს. ამისთვის კი არაა საჭირო დიდი ფინანსური ინვესტიცია. დაზოგე თანხა - დააყენე ოპტიმო შენს მაღაზიაში თვეში მხოლოდ 40 ლარად და მიიღე შენზე მორგებული მარტივი პროგრამა, მუდმივი ტექნიკური მხარდაჭერა, პროგრამული განახლება და ტრენინგები. მართე ბიზნესი ჭკვიანურად ოპტიმოსთან ერთად.
(R)