გაკოტრდა თუ არა საქართველოს სალიზინგო კომპანია - „ვწყვეტთ ახალი ლიზინგების გაცემას და მოვიძიებთ სახსრებს ვალდებულებების დასაფარად“

გაკოტრდა თუ არა საქართველოს სალიზინგო კომპანია - „ვწყვეტთ ახალი ლიზინგების გაცემას და მოვიძიებთ სახსრებს ვალდებულებების დასაფარად“

access_time2023-03-16 16:30:17

შპს „საქართველოს სალიზინგო კომპანია“ სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით წყვეტს ახალი ლიზინგების გაცემას და შეეცდება მოიძიოს სახსრები ინვესტორების მიმართ ნაკისრი ვალდებულებების სრულად და დროულად დასაფარად.


„იმისთვის რომ მაქსიმალურად განეიტრალებული იქნას ინვესტორებზე რაიმე ტიპის უარყოფითი ზეგავლენა  ან მოლოდინები, კომპანია ადასტურებს, რომ მოიძიებს საჭირო სახსრებს ნაკისრი ვალდებულებების სრულად და დროულად დასაფარად. დამატებით, ობლიგაციების მფლობელების მხრიდან სურვილის გამოხატვის შემთხვევაში ემიტენტი მათ სთავაზობს ობლიგაციების ვადამდე განაღდებას შემდეგი პირობით:

  • ემიტენტი ნაადრევად გამოსყიდვასთან დაკავირებით განაცხადებს მიიღებს 2023 წლის 15 აპრილიდან 15 მაისის ჩათვლით  და განაცხადის მიღებიდან 3 სამუშაო დღის მანძილზე უზრუნველყოფს ინვეტორებისგან მიღებული მოთხოვნის შესაბამისად დაკმაყოფილებას;
  • გამოსყიდვა განხორციელდება განაცხადის მიღების თარიღისთვის ძირითადი თანხის (ნომინალის) 100%-სა და დარიცხული საპროცენტო სარგებლის გადახდით;
  • განაცხადის წარდგენა უნდა განხორციელდეს „გალთ ენდ თაგარტთან“ ელ.ფოსტაზე“,  აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს „საქართველოს სალიზინგო კომპანიის“ გენერალური დირექტორი მადონა ბაიდოშვილი აწერს.


საქართველოს სალიზინგო კომპანიას 2021 წლის 29 ივნისს გამოშვებული აქვს 12 მლნ დოლარის და 3 მლნ ევროს არაუზრუნველყოფილი და არასუბორდინებული ობლიგაციები.



კომპანია 2001 წელს დააარსა „თბილუნივერსალბანკმა“ და პირველი ქართული კომპანია იყო, რომელმაც ლიზინგის მომსახურების სახით მსურველებს დაფინანსების ალტერნატიული წყარო შესთავაზა სესხებისგან განსხვავებით. 2005 წელს ის საქართველოს ბანკის შვილობილი კომპანია გახდა ორი ბანკის შერწყმის შედეგად. 2015 წლის აგვისტოში, რეორგანიზაციის შედეგად, სს „ბიჯი ფაინენშელი“ გამოეყო სს საქართველოს ბანკს და შპს საქართველოს სალიზინგო კომპანიის 100% -იანი წილის მფლობელი გახდა. 2017 წლის ივნისში კომპანიის 100% წილი სს „საქართველოს ბანკმა“ გადაიფორმა.


„კომერსანტი“ აგრძელებს თემაზე მუშაობას და უფრო მეტ დეტალს მკითხველს კომპანიასთან დაკავშირების შემდეგ გააცნობს.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up