გალაპაგოსის კუნძულების ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობის - დარვინის თაღის სახელით ცნობილი კლდოვანი წარმონაქმნის, ზედა ნაწილი ჩამოინგრა. ამის შესახებ BBC წერს.
როგორც ეკვადორის გარემოს დაცვის სამინისტროში განმარტავენ, ამის მიზეზი ბუნებრივი ეროზია გახდა.
დარვინის თაღმა სახელწოდება ცნობილი ბრიტანელი მეცნიერისა და მოგზაურის, ჩარლზ დარვინის პატივსაცემად მიიღო. კლდოვანი ობიექტი დიდი პოპულარობით სარგებლობდა დაივერებს შორის.
imedinews.ge