გალელი პენსიონერების უმეტესობა 24 ლარიან პენსიას იღებს, თანხა კატეგორიების მიხედვით გაიცემა

გალელი პენსიონერების უმეტესობა 24 ლარიან პენსიას იღებს, თანხა კატეგორიების მიხედვით გაიცემა

access_time2022-06-10 11:30:24


აფხაზეთში პენსიის სიდიდეს მოქალაქეობა განსაზღვრავს. სიმბოლურ პენსიას 24 ლარის ოდენობით გალის მოსახლეობა იღებს. ყველაზე მაღალი  სარგებელი აქვთ იმ მოქალაქეებს, რომლებიც რუსულ პასპორტებს ფლობენ. პენსიის მოცულობა ამ კატეგორიის აფხაზეთის მოქალაქეებისთვის 5334 რუბლს იღებენ, რაც ქართულ ვალუტაში 266 ლარს შეადგენს. ადგილობრივი პენსიის მოცულობა კი 1500 რუბლს ანუ 75 ლარს უდრის. სტაჟისა და დამსახურების მიხედვით, ხანდაზმულობის პენსიის დანამატი 200 რუბლია.


,,აფხაზეთის ექსპერტთა წრის ანალიტიკოსის ირაკლი ცქიტიშვილის თქმით, ასეთ სარგებელს გალის მოსახლეობა თითქმის მასიურად მოკლებულია. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში ეს რაიონი პენსიით ყველაზე ნაკლებად უზრუნველყოფილია. პენსიონრების უმრავლესობას იქ თვეში 8 დოლარზე მეტი არ ერიცხება. დღევანდელი კურსით ეს არის 24 ლარი და 10 თეთრი. ესეც მრავალწლიანი წყვეტის შემდეგ, რადგან აფხაზეთის მთავრობის მიერ სხვადასხვა წლებში მიღებული გადაწყვეტილებების გამო გალელებს რამდენიმე წლის საპენსიო დავალიანება საერთოდ დაეკარგათ. 


როგორც აფხაზეთის ექსპერტთა წრეში აცხადებენ, გალის მოსახლეობისთვის განკუთვნილი პენსია მხოლოდ ფორმალობის გამო გაიცემა და ამ ხალხის მატერიალურ მდგომარეობაზე ოდნავადაც არ აისახება.



,,მიზერული პენსიაა, პენსიონერისთვის იგი 2 დღის საკვები ხარჯისთვისაც არასაკმარისია. წარმოდგენა არ მაქვს, როგორ უნდა გაძლონ ადამიანებმა, უმძიმესი ვითარებაა. ნაკლებად მოსალოდნელია, რომ უახლოესი წლების განმავლობაში სიტუაცია შეიცვალოს, თუმცა რუსული პენსიის მიმღები მოქალაქეებისთვის თანხა მომავალშიც მნიშვნელოვნად მოიმატებს. ეს კი ბევრ ადგილობრივს წაახალისებს, რომ რუსეთის მოქალაქეობა მიიღონ, - აცხადებს ირაკლი ცქიტიშვილი და დასძენს, რომ აფხაზეთში მცხოვრებლების დიდი ნაწილი რუსულ პასპორტს ატარებს. რეგიონში სულ  50 ათასამდე ასაკით პენსიონერი ცხოვრობს, აქედან მხოლოდ გალში დაახლოებით  6 400, რომელთაგან 130 ადამიანი რუსული პენსიის მიმღებია.


გარდა გალისა, ყველა სხვა რაიონის პენსიონერები 2015 წლიდან დღემდე ყოველთვიურად იღებენ აფხაზურ პენსიაზე დარიცხვას 1000 რუბლის ოდენობით.

 

მარი ჩიტაია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up