„გალტ ენდ თაგარტი“ მომხმარებელს ინოვაციურ ონლაინ საინვესტიციო სივრცეს სთავაზობს

„გალტ ენდ თაგარტი“ მომხმარებელს ინოვაციურ ონლაინ საინვესტიციო სივრცეს სთავაზობს

access_time2020-11-11 12:17:14

„გალტ & თაგარტი“ მომხმარებლისთვის საჭიროებებზე მორგებული ინოვაციური ონლაინ სერვისებისა და პროდუქტების შეთავაზებას განაგრძობს. ამჯერად საინვესტიციო ბანკმა, პირველად საქართველოში, ონლაინ საინვესტიციო სივრცე-„Client Portal“-ი წარადგინა. პორტალი მომხმარებლისთვის კიდევ უფრო მეტი კომფორტისა და დამოუკიდებლობის მინიჭებას ისახავს მიზნად.

სრულიად ახალი ონლაინ სივრცე მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს ისარგებლოს გალტ ენდ თაგარტის ყველა სერვისით. ამ ინოვაციურ სივრცეში მომხმარებელი შეძლებს ფასიან ქაღალდებში ინვესტირების განხორციელებას. ასევე, ექნება შესაძლებლობა თვალი ადევნოს მის საინვესტიციო ანგარიშს. „Client Portal”-ის მეშვეობით მომხმარებელი შეძლებს მიიღოს დეტალური ინფორმაცია მისი საინვესტიციო პორტფელის მომგებიანობის შესახებ.

პროდუქტის წარდგენის მთავარი მიზანი მომხმარებლისთვის კიდევ უფრო მოქნილი ონლაინ სივრცის შეთავაზებაა, რომლის მეშვეობითაც მომხმარებელს მისთვის სასურველ ინფორმაციაზე წვდომა დროის ნებისმიერ მონაკვეთში, მსოფლიოს ნებისმიერი ადგილიდან ექნება. ახალი ონლაინ სივრცის მეშვეობით მომხმარებელს მის აქტივებზე მეტი კონტროლის და მართვის შესაძლებლობა ეძლევა. ასევე, უმარტივდება კომუნიკაცია ბროკერთან.

„მოხარულები ვართ, რომ „გალტ & თაგარტი“, როგორც საინვესტიციო ბანკი, რომელიც ორიენტირებულია ტექნოლოგიურ ინოვაციებზე, მომხმარებელს სრულიად ახალ, უპრეცედენტო სერვისს სთავაზობს. „Client Portal“-ში გაერთიანებულია მრავალი მოქნილი ფუნქცია, რომელიც ჩვენს მომხმარებელს კიდევ უფრო სწრაფი და კომფორტული მომსახურებით უზრუნველყოფს. მისი საშუალებით ძალიან მარტივია მომხმარებელმა მართოს საკუთარი აქტივები, როგორც დამოუკიდებლად, ასევე მისი პირადი ბროკერის ჩართულობით. ჩვენ ვცდილობთ, მომხმარებელს კიდევ უფრო მეტი ახალი და ინოვაციური შესაძლებლობები შევუქმნათ“,-განაცხადა ოთარ შარიქაძემ, „გალტ & თაგარტის“  მმართველმა დირექტორმა.



NS




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up