გალტ & თაგარტის მხარდაჭერით, კრისტალმა საფონდო ბირჟაზე 25 მლნ ლარის ღირებულების გენდერული ობლიგაციები განათავსა

გალტ & თაგარტის მხარდაჭერით, კრისტალმა საფონდო ბირჟაზე 25 მლნ ლარის ღირებულების გენდერული ობლიგაციები განათავსა

access_time2023-02-13 14:55:41

ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალმა“ 25 მილიონი ლარის მოცულობის 2-წლიანი სერტიფიცირებული გენდერული ობლიგაციები გამოუშვა. ტრანზაქცია მეწარმე ქალებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, მათი მიკრო, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესების დაფინანსებას, საქართველოში ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებასა და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.



ღონისძიება, რომელიც ობლიგაციების გამოშვებასთან დაკავშირებით გაიმართა, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ფინანსური ინტიტუტებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. ცერემონია პანელური დიკუსიით გაიხსნა, რომელსაც მოდერაციას „კრისტალის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე არჩილ ბაკურაძე უწევდა. დისკუსიაში საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსა და აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი და საქართველოში აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი შეინ როზენტალი მონაწილეობდნენ.




დისკუსია საქართველოში მეწარმე ქალების წინაშე არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებს მიეძღვნა. არჩილ ბაკურაძემ სტუმრებს ის მნიშვნელოვანი ინიციატივები გააცნო, რომელსაც „კრისტალი“ ორგანიზაციის შიგნით თუ მის ფარგლებს გარეთ ქალების მხარდასაჭერად ახორციელებს, მათ შორის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის, განათლების, ცოდნის გაზიარების და მათი განვითარებისა და ეკონომირი გაძლიერების მიმართულებით.





პანელური დისკუსიის დასრულების შემდეგ გენდერული ობლიგაციების გამოშვების ხელშეკრულებას „კრისტალს“, აზიის განვითარების ბანკს, საქართველოს ბანკსა და Galt & Taggart-ს შორის ოფიციალურად მოეწერა ხელი. ობლიგაციების ემისია „კრისტალმა“ Galt & Taggart-ის მხარდაჭერითა და ორგანიზებით, აზიის განვითარების ბანკსა და საქართველოს ბანკთან ერთად განახორციელა. აზიის განვითარების ბანკის ინვესტიციის მოცულობა 18.75 მილიონი ლარია, საქართველოს ბანკის წილი კი — 6.25 მილიონი ლარი.




ღონისძიების ბოლოს კი პანელური დისკუსიის მონაწილეებმა ის მეწარმე ქალები დააჯილდოვეს, რომლებმაც საკუთარი ბიზნესსაქმიანობები კომპანიის ინიციატივებისა თუ სერვისების დახმარებით განავითარეს. წლის მეწარმის პრიზი დარეჯან ბერძენიშვილს გადაეცა, რომელიც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში საოჯახო სასტუმრო „სკიჯის სახლს“ მართავს და წლებია, აგროტურიზმითაა დაკავებული, ეკომეგობრული ბიზნესისთვის ჯილდო ველოსიპედების მაღაზია-სახელოსნოს, „ჰიპო ველოს“ დამფუძნებელმა, ვერიკო ბაზალმა მიიღო, ახალგაზრდა მეწარმე ქალის ნომინაციაში თხილის საწარმოსა და „თამარას მარწყვების“ დამფუძნებელი თამარ ძანძავა დაჯილდოვდა, საპატიო პრიზი მიიღო ალინა პასტუხმა, რომელიც პირველი მომხმარებელია, ვინც „კრისტალში“ სპეციალურად უკრაინელი ლტოლვილებისთვის შექმნილი პროდუქტით ისარგებლა.
საგულისხმოა, რომ „კრისტალმა“ გენდერული ობლიგაციები უკვე მეორედ გამოუშვა. კომპანია პირველი არასაბანკო საფინანსო ინსტიტუტია, რომელმაც 2019 წელს სამხრეთ კავკასიის რეგიონში ქალებისთვის განკუთვნილი 15 მილიონი ლარის ღირებულების გენდერული ობლიგაციები (Women Corporate Bonds) გამოუშვა. შედეგად, ათასობით ქალს ეკონომიკური განვითარებისა და კაპიტალზე თანაბარი წვდომის შესაძლებლობა მიეცა.




კრისტალის შესახებ: კრისტალი საქართველოს წამყვანი ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია და არასაბანკო საფინანსო ინსტიტუტია, რომელიც 400 მლნ ლარის მოცულობის სასესხო პორტფელს მართავს, დასაქმებული ჰყავს 1,000-ზე მეტი თანამშრომელი, ოპერირებს 50 ფილიალით და ქვეყნის მასშტაბით 130,000-მდე მომხმარებელს ემსახურება. კრისტალი, როგორც ეკონომიკური განვითარების პლატფორმა, მიკრო და მცირე მეწარმეებსა და ფერმერებს მათზე მორგებულ ინოვაციურ ფინანსურ პროდუქტებსა და მომსახურებას სთავაზობს. იგი პირველი არასაბანკო საფინანსო ორგანიზაციაა რეგიონში, რომელმაც გლობალური სარეიტინგო სააგენტოს, FitchRatings-ის შეფასება მოიპოვა. 2018 წლის დეკემბერში „კრისტალი“ საქართველოში წლის პასუხისმგებლიან ბიზნესად დასახელდა და „მელიორა 2018“-ის მთავარი ჯილდოს მფლობელი გახდა.



(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up