„Galt & Taggart“- ის შეფასებით ეკონომიკა დღეში საშუალოდ, 16 მლნ ლარს კარგავს, რაც მათი ინფორმაციით, ჯამურად 2020 წელს 1.0 მლრდ ლარის დანაკარგია. კვლევაში, რომელიც საინვესტიციო ბანკმა გამოაქვეყნა, ნათქვაია, რომ 2021 წლის 1 თებერვლიდან შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქება დაიწყო, თუმცა ვირუსი კვლავ მთავარ გამოწვევად რჩება. საქართველოს ეკონომიკა 2020 წელს 6.1%-ით შემცირდა, ყველაზე დიდი დარტყმა ტურიზმს მიადგა.
დოკუმენტში ასევე საუბარია, საქართველოს ეკონომიკური ზრდის 2021 წელის პროგნოზზე. საბაზისო სცენარი, 2021 ეფუძნება დაშვებას, რომ ტურიზმის სექტორი თანდათანობით აღდგენას დაიწყებს წლის მეორე ნახევრიდან და ქვეყანა მიიღებს დაახ. 1.2 მლრდ აშშ დოლარს (2019 წლის დონის 36%). ზრდის წარმმართველი იქნება ასევე ფისკალური სტიმული, საბანკო დაკრედიტება და ფულადი გზავნილები. პესიმისტური სცენარი, 2021 ეფუძნება დაშვებას, რომ ტურიზმის სექტორი არ აღდგება. ამ შემთხვევაში ვუშვებთ, რომ საჭირო გახდება დამატებითი ფისკალური სტიმული. მათივე ინფომრაციით, ეს სცენარები ეკონომიკის შემდგომ ჩაკეტვას არ ითვალისწინებს.
საბაზისო სცენარში სწრაფად მზარდი სექტორები ვაჭრობა, მშენებლობა, სასტუმროები/რესტორნები, ტრანსპორტი, საფინანსო სექტორი, წარმოება, სოფლის მეურნეობა.
კვლევაში ნათქვამია, რომ საგარეო ბალანსი 2020 წელს1,045 მლნ აშშ დოლარით გაუარესდა.
მათივე ინფორაციით 2020 წლის პირველ 9 თვეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 24%-ით შემცირდა.
დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ 2020 წელს ლარი აშშ დოლარის მიმართ 14.3%-ით გაუფასურდა. „Galt & Taggart“- ში აცხადებენ, რომ ტურიზმის აღდგენის შემთხვევაში ლარის გამყარებას 3.15-3.2 ნიშნულზე ელოდებიან. პესიმისტურ სცენარში კი ლარის კურსი 3.3-3.4 ფარგლებშია მოსალოდნელი.
კვლევის მიხედვით, 2021 წელს საშუალო წლიური ინფლაცია 4.5%-ის ფარგლებშია მოსალოდნელი. პესიმისტურ სცენარში ფასების დონის 5-6%-იან ზრდას პროგნოზირებენ.