გამარჯვება გარდაუვალი იქნება, თუ საშინაო დავალებას ყველა შევასრულებთ - ზელენსკი

გამარჯვება გარდაუვალი იქნება, თუ საშინაო დავალებას ყველა შევასრულებთ - ზელენსკი

access_time2023-02-24 22:30:48

უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან ერთი წლის თავზე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამართა პრეს-კონფერენცია, რომელზეც განაცხადა, რომ მისმა ქვეყანას წარადგინა სამშვიდობო გეგმა და მასში რაც შეიძლება მეტი ქვეყანა უნდა ჩაერთოს.


ზელენსკიმ პრესკონფერენცია გამოიყენა, რათა რუსეთის ხელისუფლებისთვის მიემართა, შეცვალოს კურსი: „გეთაყვა, პატივი ეცით ჩვენს უფლებას, ვიცხოვროთ ჩვენს მიწაზე. დატოვეთ ჩვენი ტერიტორია. შეწყვიტეთ ჩვენი დაბომბვა“, თქვა მან.


„შეწყვიტეთ მთელი ჩვენი ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის განადგურება, სასმელი წყლის მოსპობა. შეწყვიტეთ ქალაქების და სოფლების დაბომბვა, ძაღლების და კატების, უბრალოდ ცხოველების ხოცვა, ტყეებისთვის ცეცხლის წაკიდება," - მიმართა ზელენსკიმ მოსკოვს.


უკრაინის პრეზიდენტი თვლის, რომ ყოველდღიურად საჭიროა მშვიდობისთვის ინვესტირება. „თუ ჩვენი პარტნიორები დაიცავენ დაპირებებს და ვადებს, ჩვენ გავიმარჯვებთ,“ თქვა ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე, რომელიც დაღუპულების ხსოვნისადმი მიძღვნილი წუთიერი დუმილით დაიწყო.


ზელენსკი თვლის, რომ რუსეთი ნატოს ქვეყნებსაც მისწვდება, თუ აშშ უარს იტყვის უკრაინისთვის დახმარებაზე.



„თუ ჩვენ ყველა შევასრულებთ საშინაო დავალებას, ყველა გავიმარჯვებთ,“ -ფიქრობს უკრაინის პრეზიდენტი. ზელენსკის თქმით, გაეროს წევრმა 141-მა ქვეყანა მიემხრო უკრაინის ტერიტორიული მთლიანობას და ახლა საჭიროა იმ სახელმწიფოებთან მუშაობა, რომლებიც არ არიან აქტიურები.


ზელენსკის სურს გაიმართოს შეხვედრა სამხრეთ ამერიკის და აფრიკის სახელმწიფოებთან, მისი თქმით, მნიშვნელოვანია ინდოეთის და ჩინეთის ჩართვა კიევის სამშვიდობო ფორმულაში.


უკრაინის პრეზიდენტი თვლის, რომ მის ქვეყანას სჭირდება უსაფრთხოების გარანტიები. ზელენსკის თანახმად, ის იყურება წინ და თუ მსოფლიოს ტოტალური მხარდაჭერა იქნება, უკრაინა გაიმარჯვებს. უკრაინის ტერიტორიაზე ომის დანაშაულის გამოსაძიებლად ტრიბუნალთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტმა განაცხად, რომ ამაზე მიდის მუშაობა, მას, ამაში, მხარს უჭერენ ჰოლანდია და ბრიტანეთი, ასევე სხვა მოკავშირეები.


უკვე არსებული ინსტიტუტების გარშემო ზელენსკიმ თქვა, რომ მათ არ აქვთ ამგვარი ომის, ასეთი აგრესიის გამოცდილება. ომის სინამდვილეში 2014 წელს დაიწყო და ამ ომმა გამოააშკარავა უკვე არსებული საერთაშორისო ინსტიტუტების სუსტი ადგილები.


ის თვლის, რომ საჭიროა მშვიდობისთვის ახალი სტრუქტურების შექმნა. ჩინეთის მიერ წარმოდგენილი გეგმის გარშემო ზელენსკიმ თქვა, რომ ეს უფრო პეკინის მოსაზრებები იყო, ვიდრე გეგმა, მაგრამ „ჩინეთმა უკრაინაზე ლაპარაკი დაიწყო და ეს არ არის ცუდი“ - თქვა ზელენსკიმ, „ვფიქრობ, ჩანს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის და უშიშროების საკითხებისადმი პატივისცემა“, დასძინა მან.


radiotavisupleba.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up