გამართე ავტომობილი ზამთრის დღეებისთვის - „თეგეტა მოტორსში“ შეთავაზებები გრძელდება

გამართე ავტომობილი ზამთრის დღეებისთვის - „თეგეტა მოტორსში“ შეთავაზებები გრძელდება

access_time2023-01-10 18:20:00


 

იანვარში ჰაერის ტემპერატურა 0 C°-იან ნიშნულს ჩამოსცდა, ქალაქში უკვე თოვლიც გამოჩნდა და, შესაბამისად, ავტომობილით გადაადგილებაც მეტ სიფრთხილეს მოითხოვს. დაბალი ტემპერატურის დადგომასთან ერთად, ავტომობილის ბევრი დეტალი გამოდის მწყობრიდან. თუ თქვენი ავტომობილი ზამთრის გზებზე გადასაადგილებლად გამართული არ არის, მაშინ დროა ეწვიოთ „თეგეტა მოტორსის“   ფილიალებს და არსებული შეთავაზებების დახმარებით საქმე გაიმარტივოთ.


30%-იანი ქეშბექი საბურავების სრულ ასორტიმენტზე და სპეციალური ფასები კონკრეტულ მოდელებზე

თოვლიან და მოყინულ გზაზე მოძრაობისთვის მომზადება ჯობს, საბურავის შეცვლით დაიწყოთ. საბურავი ავტომობილის ერთადერთი დეტალია, რომელიც გზის ზედაპირს უშუალოდ ეხება და მისი სწორად შერჩევა აუცილებელია იმისათვის, რომ  გზაზე უსაფრთხოდ გადაადგილდებოდეთ. ზაფხულის სეზონისთვის განკუთვნილი საბურავებით დათოვლილ გზაზე ავტომობილის მართვაზე კონტროლის დაკარგვის ალბათობა იზრდება. 

ზამთრის საბურავების ზედაპირი შეიცავს ნივთიერებას, რომელიც დაბალ ტემპერატურაზე აქტიურდება. შემადგენელი ნივთიერების გააქტიურება კი საიმედო მოჭიდების წინაპირობაა. 

 „თეგეტა მოტორსში“ 31 იანვრის ჩათვლით საბურავების სრულ ასორტიმენტზე 30%-იანი ქეშბექი მოქმედებს, ხოლო კონკრეტულ მოდელებზე სპეციალური ფასები დაგხვდებათ. 

 

20%-იანი ფასდაკლება MONBAT-ისა და VARTA-ს აკუმულატორებზე


კიდევ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც შეიძლება ყინვამ დაგვიზიანოს, არის მცირერესურსიანი ან დაბალი ხარისხის აკუმულატორი. მწყობრიდან გამოსული აკუმულატორით კი შეუძლებელია ავტომობილის დაქოქვა. სწორედ ამიტომ აუცილებელია, შეამოწმოთ აკუმულატორის რესურსი და საჭიროების შემთხვევაში ძველი ახლით ჩაანაცვლოთ.

 „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში აკუმულატორის რესურსის შემოწმება უფასოდ არის შესაძლებელი. შეცვლის საჭიროების შემთხვევაში კი შესაძლებლობა გექნებათ, საუკეთესო ხარისხის VARTA-სა და MONBAT-ის აკუმულატორი 20%-იანი ფასდაკლებით შეიძინოთ. ეს შეთავაზება აღნიშნულ პროდუქციაზე 31 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.



20%-იან ფასდაკლებას ATE-ს ბრენდის ხუნდებზე

სამუხრუჭე სისტემას უდიდესი როლი ეკისრება ავტომობილის უსაფრთხოდ გადაადგილებაში. თოვლიან საფარზე დაბალი ტემპერატურის პირობებში მოძრაობა გართულებულია და განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს. თქვენი მშვიდი გადაადგილებისათვის „თეგეტა მოტორსი“  31 იანვრამდე 20%-იანი ფასდაკლებას გთავაზობთ ATE-ს უმაღლესი ხარისხის სამუხრუჭე ხუნდებზეც. 

 

არსებულ შეთავაზებებთან ერთად, 31 იანვრის ჩათვლით „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში 20%-იანი ფასდაკლება მოქმედებს MOTUL-ის ზეთებზე, ULTRA 1 PLUS ზეთებზე კი 30%-იანი ფასდაკლება დაგხვდებათ. 

ასევე 31 იანვრის ჩათვლით 20%-იანი ფასდაკლება შეეხება SONAX-ის ავტომობილის მოვლის საშუალებების სრულ ასორტიმენტსა და TOPTUL-ისა და RING-ის ხელსაწყოებს.

--

„თეგეტა მოტორსის“ შესახებ: ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ ქართულ ბაზარზე 1995 წლიდან საქმიანობს და მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 29 ფილიალი აქვს, რომლებიც 400 000-ამდე საცალო და 35 000-ამდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ 300-ამდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.



(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up