გამართული ინფრასტრუქტურა არის დამატებითი მუხტი იმ  ეკონომიკური ზრდისთვის, რომელიც გვაქვს - ირაკლი ქარსელაძე

გამართული ინფრასტრუქტურა არის დამატებითი მუხტი იმ ეკონომიკური ზრდისთვის, რომელიც გვაქვს - ირაკლი ქარსელაძე

access_time2022-09-18 15:30:10

 ,,მასშტაბური და ტექნოლოგიურად დატვირთული უპრეცენდენტო ინფრასტრუქტურული პროექტები თავიანთი შინაარსით უკიდურესად მნიშვნელოვანია.  გამართული ინფრასტრუქტურა არის უზარმაზარი ბიძგი და დამატებითი მუხტი იმ  ეკონომიკური ზრდისთვის, რომელიც გვაქვს“-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა.


მან ხაზი გაუსვა მოქალაქეების ჩართულობას ინფრასტრუქტურულ პროექტებში და აღნიშნა, რომ შარშან ამ რიცხვმა 30 000-ს მიაღწია, საიდანაც 80 პროცენტი საქართველოს მოქალაქე იყო, რაც გარდა სტაბილური შემოსავლისა მათი უნარების გაზრდას და ახალი გამოცდილების მიღებასაც ნიშნავს.


 ,,საქართველოს ისტორიაში უპრეცენდენტოა რიკოთის გზის მშენებლობის პროექტში  ხიდებისა და გვირაბების რაოდენობა.  ასეთი რამ არასდროს გაკეთებულა. ასევე უნიკალურია ქვეშეთი-კობის პროექტი, სადაც  კიდევ უფრო სხვა ტიპის სამუშაოები მიმდინარეობს. ეს არის 9 კმ-იანი გვირაბი 15 მეტრი დიამეტრის, კლდოვან ქანებში, რასაც  მსოფლიოში ანალოგი არ აქვს. ჩვენი ინჟინრები არიან ჩართული არა მხოლოდ სამშენებლო, არამედ საზედამხედველო კომპანიების საქმიანობაში“-განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.



მინისტრმა ხაზი გაუსვა ქვეშეთი-კობის პროექტის სოციალურ ასპექტს და აღნიშნა, რომ ამ კუთხით ის ისტორიულია.


,,კვლევების შედეგად დადგინდა, რომ გზის ეს მონაკვეთი, ფაქტობრივად,  98  და ზოგჯერ მეტი დღითაც იკეტება. რაც იმას ნიშნავს რომ,  ყაზბეგის მუნიციპალიტეტს, ქალაქ სტეფანწმინდას იმ 10 სოფელს რომლებზეც გზა გადის ელემენტარულ საჭროებებზე არ აქვთ წვდომა, მაგალითად  სამედიცინო მომსახურებაზე, იზღუდება საგანმანათლებლო პროცესი.  ეს პროექტი არის კომპლექსური პასუხი სწორედ ამ გამოწვევებზე. სატრანზიტო გზა გადის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ კურორტ გუდაურზე, რაც მისი განვითარებისთის ხელის შემშლელია.  ამ პროექტის ფარგლებში ახალი 5 კმ-იანი გზა არის გათვალისწინებული, რაც  იმას ნიშნავს  რომ სატრანზიტო გზა გუდაურზე აღარ გაივლის. ამასთან, სტეფანწმინდაში ჩასვლა, ყველა დაგეგმილი მონაკვეთის დასრულების შემდეგ, უკვე 1.5 საათში იქნება შესაძლებელი“-აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

 

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up