გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა აბიტურიენტთან სასამართლო დავა წააგო

გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა აბიტურიენტთან სასამართლო დავა წააგო

access_time2022-06-03 14:26:13

გასული ორი წლის განმავლობაში მსოფლიოში არსებულმა კორონა ვირუსულმა ინფექციამ არაერთი ადამიანის დღის წესრიგი შეცვალა. ამ ცვლილების ასახვა კანონმდებლობაშიც გახდა აუცილებელი. 2020 და 2021 წელს საქართველოში ჩატარებული ერთიანი ეროვნული გამოცდების მარეგულირებელი აქტებშიც აისახა ამ ვირუსის მქონე აბიტურიენტების ძირითად გამოცდებსა და მათთვის დამატებით საგამოცდო სესიებზე დაშვების წესი.  2021 წელს აიკრძალა „გამოცდებზე მონაწილეობისთვის რეგისტრირებული პირი, რომელსაც დადასტურებული აქვს COVID-19-ის ინფექცია, უფლებამოსილი არ არის, გამოცდაზე გავიდეს დიაგნოზის დადასტურებიდან 14-დღიანი ვადის გასვლამდე.“

 

აღნიშნულ რეგულაციასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი სასამართლო პრეცედენტი, რომელიც კომერსანტისთვის გახდა ცნობილი, განვითარდა შემდეგნაირად: აბიტურიენტი 2021 წლის 6 ივლისს დაგეგმილ ინგლისური ენის საგამოცდო სესიაზე ვერ გამოცხადდა კორონავირუსული ინფექციისთვის მახასიათებელი რიგი სიმპტომების გამო, როგორიცაა ტემპერატურის მატება, საერთო სისუსტე, მშრალი შეტევითი ხველა. აღნიშნული გამოწვეული იყო ერთის მხრივ აბიტურიენტის ფიზიკური მდგომარეობის, ხოლო მეორეს მხრივ, მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის გამო, ვინაიდან აღნიშნული სიმპტომებით ფიზიკური თავშეყრის ადგილზე გამოცხადება, არაერთი სხვა აბიტურიენტის დაინფიცირების რისკებს მკვეთრად ზრდიდა.

 

ექიმის მითითებით, აბიტურიენტმა სიმპტომების გამოვლენიდან მეორე დღეს ჩაიტარა SARS COV AG ტესტი, რომლითაც დადასტურდა  ინფექციის არსებობა. ამავე დღეს აბიტურიენტმა მოითხოვა დაშვება ეროვნული გამოცდების დამატებით სესიაზე. მას განუმარტეს, რომ წესის შესაბამისად, დამატებით გამოცდაზე დაიშვებიან ის აბიტურიენტები, რომელთაც უშუალოდ გამოცდის დღეს  ჰქონდათ დადასტურებული ინფექცია. ვინაიდან, აბიტურიენტს დაუდასტურდა ვირუსი გამოცდის მეორე დღეს, მას უარი ეთქვა გამოცდაზე მონაწილეობის უფლებაზე.

 


აბიტურიენტმა მიმართა სასამართლოს და მოითხოვა დამატებით სესიაზე დაშვების უფლება. სასამართლოს მყისიერი ჩარევით, იგი დაშვებული იქნა დამატებით სესიაზე, რომელიც წარმატებით ჩააბარა და რამდენიმე კვირაში სტუდენტის სტატუსიც მოიპოვა. ამის მიუხედავად, გამოცდების ცენტრი აგრძელებდა დავას და საქმის არსებითი განხილვაც აუცილებელი გახდა. 

 

სასამართლო სხდომაზე აბიტურიენტის ადვოკატი ნინო  ლიპარტია, ადასტურებდა გამოცდების ცენტრის მიერ აბიტურიენტის მიმართ უკანონო მოქმედების არსებობას. მისი მითითებით, დადგენილი წესის ცენტრის მიერ განმარტებული იქნა ძალიან ვიწროდ, რითაც ირღვეოდა აბიტურიენტის განათლების უფლება.

 

სასამართლომ გაიზიარა აბიტურიენტის მოთხოვნა და გამოცდების ცენტრის ქმედება უკანონოდ მიიჩნია. მან ხაზი გაუსვა დადგენილი რეგულირების წესის განმარტების აუცილებლობაზე,  მიუთითა განათლების უფლების მოქმედების კონსტიტუციურ ფარგლებზე და სახელმწიფოს ვალდებულებაზე უზრუნველყოს აღნიშნული სამართლებრივი სიკეთის ჯეროვანი რეალიზების საკითხი.

 

სასამართლომ  ბათილად ცნო  კორონავირუსით ინფიცირებული აბიტურიენტის მიმართ დამატებით გამოცდაზე დაშვების საკითხთან დაკავშირებული ცენტრის უარი.  აბიტურიენტმა, რომელმაც სასამართლოს ჩართულობითა და დახმარებით მოიპოვა სტუდენტის სტატუსი, უკვე წარმატებით წარმატებით აგრძელებს საუნივერსიტეტო სწავლების მეორე სემესტრს.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up