„გამოცდილებამ აჩვენა, რომ ახალი მიმართულებები ჩვენს ბაზარზე ძალიან კარგად მუშაობს“ - საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი

„გამოცდილებამ აჩვენა, რომ ახალი მიმართულებები ჩვენს ბაზარზე ძალიან კარგად მუშაობს“ - საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი

access_time2022-05-30 20:00:00

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი თამარ არჩუაძე საქართველოსა და უკრაინაში ავიაკომპანია AIR FRANCE-ის გენერალურ მენეჯერ ერიკ ანკონეტისა და APG Georgia-ს დირექტორს, იაკო ხომერიკს შეხვდა, რომელიც საქართველოში AIR FRANCE-ის გენერალური აგენტია. ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.



შეხვედრაზე საუბარი შეეხო ერთობლივ ნაბიჯებსა და ღონისძიებებს, რომელიც საფრანგეთში საქართველოს, როგორც ტურისტული მიმართულების მნიშვნელობის გაზრდას შეუწყობს ხელს.



,,საქართველო ახალგაზრდა, სწრაფად მზარდი ავიაბაზარია. 2019 წლიდან თბილისისა და პარიზის მთავარი აეროპორტები ერთმანეთს ჩვენი საშუალებით დაუკავშირდა. ვმუშაობთ იმ მიმართულებით, რომ კიდევ უფრო აქტიურად წარმოჩინდეს ჩვენი ავიაკომპანია თქვენს საქართველოს ავიაბაზარზე,-‘’განაცხადა ერიკ ანკონეტიმ.




შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ ევროპული მიმართულებები და საჰაერო კავშირი ევროპის დედაქალაქებთან საქართველოს მთავრობის დღის წესრიგის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. ,,გამოცდილებამ აჩვენა, რომ ახალი მიმართულებები ჩვენს ბაზარზე ძალიან კარგად მუშაობს. ვეძებთ სხვადასხვა საშუალებებს, რომ პირდაპირი საჰაერო გზით კავშირი თბილისსა და ევროპის დედაქალაქებს შორის მაქსიმალურად დაჩქარდეს,-‘’განაცხადა თამარ არჩუაძემ.



შეხვედრაზე ასევე, საუბარი შეეხო ავიაკომპანიის მხრიდან, თბილისი-პარიზის მიმართულებაზე შესაძლო სიხშირეების ზრდას. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა AIR FRANCE-ის მენეჯმენტს ტექნიკურ ნაწილში სრული მხარდაჭერა აღუთქვა.



AIR FRANCE მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი და უძველესი ავიაკომპანიაა, რომელიც 1933 წლის 7 დეკემბერს დაფუძნდა და დღემდე 200-ზე მეტი მიმართულებით წარმატებით ოპერირებს. საფრანგეთის სახელმწიფო ავიაკომპანია გლობალური ავიაკომპანიების ალიანსის SkyTeam-ის ერთ-ერთი დამფუძნებელია.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up