გამოფენაში „ProWein-2023“ ქართული ღვინის 25 კომპანია მონაწილეობდა.

გამოფენაში „ProWein-2023“ ქართული ღვინის 25 კომპანია მონაწილეობდა.

access_time2023-03-24 00:00:30

ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერითა და ასოციაციის „ქართული ღვინო ორგანიზებით, გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში, გამოფენაში „ProWein-2023 ქართული ღვინის 25 კომპანია მონაწილეობდა.


ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საერთაშორისო გამოფენაზე, სამი დღის განმავლობაში, განსაკუთრებული ხალხმრავლობა იყო ქართულ სტენდთან. ღვინის პროფესიონალებს, მედიის წარმომადგენლებსა და გამოფენის სტუმრებს ქართული ღვინის დაგემოვნების და ქართველ მწარმოებლებთან საქმიანი მოლაპარაკებების გამართვის შესაძლებლობა ჰქონდათ.


გამოფენის ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა საქმიანი შეხვედრები გამართეს კომერციული სექტორის, მედიის და ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიების წარმომადგენლებთან.



„ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ძირითადი მიზანია ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება და სტრატეგიულ ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაციის გაზრდა. ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიებისთვის მსოფლიოს ღვინის ინდუსტრიაში უმნიშვნელოვანეს გამოფენაში „ProWein მონაწილეობა ერთ-ერთი საუკეთესო შესაძლებლობაა სავაჭრო პარტნიორების მოზიდვის, საექსპორტო ბაზრების გაფართოების და, შედეგად, ღვინის გაყიდვების ზრდისთვის.  სწორედ ამიტომ, სახელმწიფო მაქსიმალურად უწყობს ხელს ღვინის მწარმოებელ კომპანიებს, რომ მონაწილოება მიიღონ საერთაშორისო მნიშვნელობის გამოფენებში, - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, თამარ მეტრეველმა.


აღსანიშნავია, რომ გამოფენის „ProWein-2023 ფარგლებში, პრესტიჟული გერმანული მედია ჰოლდინგის „Meininger სტენდთან, ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარი გაიმართა, რომელსაც სომელიე და ღვინის ექსპერტი ინგე მაინცერი (Inge Mainzer) უძღვებოდა. ხოლო, კალიფორნიული ღვინოების სტენდთან, ქართული და კალიფორნიული ღვინოების ერთობლივი დეგუსტაცია ჩატარდა.


გამოფენას საქართველოს გენერალური კონსული გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, გიორგი ტაბატაძე დაესწრო.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up