გასულ კვირას მაიამიში თანამედროვე ხელოვნების მოყვარულებისთვის განსაკუთრებული მოვლენა მოხდა. ამერიკელი შემოქმედის, ჯეფ კუნსის გამოფენაზე, ასაკოვანმა დამთვალიერებელმა $42 ათასის ღირებულების ქანდაკება გატეხა. თვითმხილველების თქმით, მან თითით დააკაკუნა ნამუშევარზე „ძაღლი საჰაერო ბუშტებისგან“ , ნამუშევარი კი ჩამოვარდა და ნამსხვრევებად იქცა. ამის შესახებ BBC წერს.
ლურჯი ქანდაკება, ერთ-ერთია კუნსის ძაღლის ქანდაკებებს შორის. იმავე სერიიდან, სამმეტრიანი, ნარინჯისფერი ძაღლი, რომელიც მიუხედავად 1 ტონა მასისა, უწონოდ გამოიყურება, $58 მილიონად გაყიდა. მასთან შედარებით გატეხილი 40 სმ-იანი ლურჯი ძაღლი, უბრალოდ ლეკვად შეიძლება ჩაითვალოს.
გამოფენის დამთვალიერებლებს მომხდარი თავდაპირველად დადგმული ეგონათ. ქანდაკების გატეხაში „დამნაშავე“ დამთვალიერებლის საბედნიეროდ ნამუშევარი დაზღვეული იყო და ახლა ზარალის ოდენობას სადაზღვევო კომპანია ადგენს.
სკულპტურა იყო ნაწილი ძაღლების შეზღუდული სერიისა, რომლის რაოდენობაც ახლა 799-დან 798-მდე შემცირდა. თავად ჯეფ კუნსს მომხდარზე კომენტარი არ გაუკეთებია.