რა გავლენას მოახდენს პუტინის განცხადება ხორბლის ფასზე?

რა გავლენას მოახდენს პუტინის განცხადება ხორბლის ფასზე?

access_time2022-09-07 16:00:46

დღეს, 7 სექტემბერს, ვლადივოსტოკში, „აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე“ გამოსვლისას რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ბევრი ევროპული ქვეყანა დღესაც კოლონიზატორივით იქცევა, ამიტომ, თურქეთის პრეზიდენტს უკრაინიდან ევროპაში ხორბლის გატანის შესაძლო შეზღუდვაზე დაელაპარაკება. რუსეთის პრეზიდენტის განცხადებას მოულოდნელი და უსაფუძვლო უწოდა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა. მან სააგენტო  „როიტერსს“ უთხრა, რომ რუსეთს შეთანხმების გადახედვის არანაირი რეალური საფუძველი არ გააჩნია, რადგან უკრაინა პირობებს ასრულებს. პოდოლიაკის შეფასებით, მსგავსი განცხადებები ახალი აგრესიული თემების მოძიების მცდელობაა.


როგორც „კომერსანტს“ საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ განუცხადა, პუტინის ეს განცხადება მოსალოდნელიც იყო, რადგან გუშინწინ რუსეთის საგარეოს საქმეთა სამინისტრომ და მანამდე დუმის მაღალჩინოსნებმაც, რუსეთის დერეფნის მუშაობასთან  დაკავშირებით უკმაყოფილება გამოთქვეს.


„ინფორმაციებში არის, რომ თავის დროზე ეს უკრაინული დერეფანი მუშაობდა, თუმცა რუსეთის აპელირებდა იმაზე, რომ  იქ იყო მეორე მიმართულება, რომელიც გაეროს და რუსეთს შორის მემორანდუმს გულისხმობდა, რომლის თანახმადაც რუსული ხორბალი და სასუქი მსოფლიო ბაზრებზე შეუფერხებლად უნდა გასულიყო.  შესაბამისად, რუსული მხარის აპელირება იყო, რომ ეს შეზღუდვა არ მოხსნილა, სანქციები ფაქტობრივად ხორბალს და სასუქს არ აქვს, თუმცა  შეზღუდულია უცხოური გემების რუსულ პორტებში შესვლა და ასევე  რუსული ხორბლით დატვირთული გემების შესვლა სხვადასხვა, მათ შორის ევროპულ პორტებში. შესაბამისად ქვეტექსტი ეს იყო.


დღეს პუტინმა განაცხადა, რომ ისინი გადახედავენ „ხორბლის დერეფნის“ საკითხს, მაგრამ ეს არის  რუსული  მხარის ინფორმაცია და მათი ეს პოზიცია დასაზუსტებელია. ხორბალის უმეტესობა, რომელიც  გამოვიდა უკრაინის პორტებიდან არ წასულა იმ ქვეყნებში, სადაც თავიდანვე იყო ლაპარაკი, რომ ჰუმანიტარული  გზით უნდა წასულიყო. უფრო აფრიკული და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში და უმეტესი მყიდველი იყო სხვა  ქვეყნები,  მათ შორის ევროპული ქვეყნები. აქედან გამომდინარე ქვეტექსტი უფრო მეტად დასაჯერებელია, რომ რუსული მხარე პრობლემას ხედავს  რუსული  ხორბლის  გაყიდვასთან  დაკავშირებით, რადგან მათი ხორბლით დატვირთული გემები მსოფლიო ბაზარზე ვერ გადიან.  ის, რომ გადახედავენ და დაელაპარაკებიან ერდოღანს იმასთან დაკავშირებით , რომ ხორბლის უკრაინული კორიდორით გატანა შეზღუდონ,  პოლიტიკური ნათქვამი იყო.

ამაზე მსოფლიო ბაზრებზე რეაგირება ჯერ არ მომხდარა, იმიტომ რომ რუსეთი დროის სხვა სარტყელშია. პრინციპში ველოდებით, რომ ეს გარკვეულწილად მსოფლიო ბაზრებზე ფასების გადახედვას გამოიწვევს, აქედან გამომდინარე შესაძლებელია, რომ ეს რისკი მსოფლიოს მიმართ სასურსათო უსაფრთხოების მხრივ გათვალისწინებული იქნას. აქედან გამომდინარე სიტუაცია ასე თუ  ისე  რთულია, რამაც  შესაძლოა  რეგიონულად ჩვენთანაც იმოქმედოს“- აღნიშნა ლევან სილაგავამ.

 

რაც შეეხება ქართულ ბაზარს სილაგავა ამბობს, რომ აქამდე  ქართულ ბაზარზე სასიკეთო ტენდენციები მიმდინარეობდა, რადგან რუსეთში საშუალოზე მაღალი მოსავალია და გეოგრაფიული მდებარეობიდან და ლოგისტიკური ხარჯების სიიაფიდან გამომდინარე საქართველოს ხორბალი შემოაქვს. მისივე თქმით, გარდა ამისა გამომდინარე იქიდან, რომ რუსული  ხორბლით  დატვირთული გემები სხვა მიმართულებით  ვერ  მიდიოდნენ  ხორბლის  ფასი დაეცა და შესაბამისად დაეცა ფქვილის ფასიც.



„ჩვენთანაც შესაბამისად  ფქვილს  ფასები დაცემულია, ჯერ კიდევ თვენახვერის  წინ ერთი ტომარა ფქვილის ფასი 85 ლარი იყო და  დღეს 74-72  ლარია, შესაბამისად საკმაოდ კარგი სიტუაციაა, შეგვიძლია ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში,  ანუ წისქვილებს და ფქვილის და ადგილობრივი  ბაზრის  მოთამაშეების  სახელით  ვთქვათ, რომ ფქვილის  ფასთან მიმართებაში ძალიან  სერიოზული  კლებაა.


რაც შეეხება პურის ფასს,  ჩვენმა კოლეგა პურის მწარმოებელთა ასოციაციამაც თქვა, რომ ისინი დააკვირდებიან იმას თუ რამდენ ხანს შეინარჩუნებს ფასი სტაბილურობას და შემდეგ გადახედავენ პურის ფასს  დაკლების მხრივ. თუ  დაკლება  მოხდა  ათი  თეთრით უკვე  რითეილ  სექტორმა , ქსელურმა  მარკეტებმა  უნდა  ასახონ ეს,  რომ მოსახლეობამ იგრძნოს  ფასის კლება, რადგანაც მოსახლეობა პურს ყიდულობს მარკეტისგან.

 

დღეს ეს მდგომარეობაა, თავისთავად ყველა  ელოდება ფქვილზე ფასის  დაკლების  შემდეგ  პურის ქარხნების რეაქციას და ამის შემდეგ სუპერმარკეტებისა  და რითეილ სექტორის  რეაქციას,  რომელიც  მომხმარებელთან  პირდაპირ  კონტაქტშია,  ანუ  თუ ძალიან სერიოზული კატაკლიზმები ბაზარზე არ დაბრუნდა, შესაძლებელია რომ პურზე ფასის კლება მოსახლეობაზე რითეილ სექტორის მეშვეობით აისახოს“, - აღნიშნა ლევან სილაგავამ.

 

სილაგავას თქმით, პუტინის დღევანდელი განცხადება ცოტა დაბნეულობას იწვევს, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთს  ჭარბი მოსავალი აქვს და რეგიონულად შეუფერხებლად მოდის ხორბალი ზამთრამდე სიტუაცია სტაბილური უნდა იყოს. თუმცა მისივე თქმით ზამთრამდე საქართველოც უნდა მოემზადოს და გარკვეული მარაგები შექმნას. 

 

„დღევანდელი განცხადება ცოტა დაბნეულობას იწვევს, მაგრამ  ვფიქრობ რომ რუსეთის  დიდი მოსავლიდან და  რეგიონულად  შეუფერხებლად დიდ მოწოდებიდან გამომდინარე მგონია, რომ  ზამთრამდე სტაბილური მდგომარეობა იქნება, მაგრამ ზამთარში  ჩვენც  უნდა მოვემზადოთ ხორბლის მარაგების შესაქმნელად იმისათვის, რომ ბაზარზე სტაბილურობა იყოს და გარკვეულად  მარაგების მხრივ  ზამთარი  სწორად  გადავიაროთ“, - აღნიშნა ლევან სილაგავამ.  

 


თაკო კვაჭანტირაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up