გამონაბოლქვის მიზეზი კატალიზატორის არქონა უფროა, ვიდრე მისი გამოშვების თარიღი - ასოციაცია ძველი მანქანების იმპორტის აკრძალვის ინიციატივაზე

გამონაბოლქვის მიზეზი კატალიზატორის არქონა უფროა, ვიდრე მისი გამოშვების თარიღი - ასოციაცია ძველი მანქანების იმპორტის აკრძალვის ინიციატივაზე

access_time2022-10-17 10:00:51

ქვეყანაში შესაძლოა ძველი ავტომობილების იმპორტი აიკრძალოს. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს უფროსმა ნოე მეგრელიშვილმა მედიასთან საუბრისას განაცხადა, თუმცა სამინისტროში განმარტავენ, რომ ეს ჯერ მხოლოდ იდეის დონეზეა და ევროპული სტანდარტების გათვალისწინებით, სამომავლოდ, მსგავსი რეგულაციების შემოღებისას შეზღუდვები არ შეეხება ტრანზიტულ ავტომობილებს და  ქვეყანაში არსებულ ავტოპარკს, ისევე როგორც ეს ხდება ყველა ევროპულ ქვეყანაში.


ავტო-იმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ლაშა დარბაისელი „კომერსანტთან“ ამბობს, რომ ზოგადად ავტომობილების წლოვანების მიხედვით შეზღუდვა არა რელევანტურია, რადგან თუ ვიტყვით, რომ 2013 წლამდე ავტომობილი ყველა შეუსაბამო სტანდარტია გარემოს დაბინძურებასთან მიმართებაში ეს სწორი შეზღუდვა არ იქნება.


„გაჟღერდა ინფორმაცია, რომ 2013 წლამდე ავტომობილების აკრძალვა იგეგმება. ჩემთვის გასაკვირია ის ფაქტი, რომ კონკრეტული წლოვანების ავტომობილები უნდა შევზღუდოთ. თან ამბობენ, რომ ევროპული სტანდარტებია, რომელ ევროპულ ქვეყანაში არის ავტომობილების რომელიმე წლოვანების მიხედვით შეზღუდვა? ეს არანაირ შედეგს არ მოგვცემს, დავაზიანებთ ამ სექტორს. რა თქმა უნდა ყიდვის დროს 



მართლა გაუსაძლისია დიდ ქალაქებში ცხოვრება გამონაბოლქვის გამო, თუმცა ამ პრობლემის მოგვარება ასე არ ხდება, რადგან ჯერ კიდევ აკრძალული არ არის კატალიზატორის ჩაბარება. ტექდათვალერების დროს დიდ ყურადღებას არ აქცევენ ავტომობილს აქვს თუ არა კატალიზატორი და თუ არ აქვს მას ნელ-ნელა გამონაბოლქვი ემატება, სწორედ აქედან გამომდინარეობს ეს პრობლემა. რეალურად შეაიძლება 2013 წლამდე გამოშვებულს უფრო ნაკლები გამონაბოლქვი ჰქონდეს, ვიდრე შედარებით ახალს, ეს არის დამოკიდებული ავტომობილის მდგომარეობაზე. გამონაბოლქვის მიზეზი ავტომობილზე კატალიზატორის არქონა უფროა, ვიდრე მისი გამოშვების თარიღი“,  აღნიშნავს ლაშა დარბაისელი.


საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის დასაწყისში საქართველოში რეგისტრირებული იყო 1 477 400 ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელთაგან აბსოლუტური უმრავლესობა – 1 229 200 გამოშვებულია 10 და მეტი წლის წინ.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up