გამოწვევა ფარმაცევტული კომპანიებისთვის - ასოციაცია GMP სტანდარტების გადავადების მომხრეა

გამოწვევა ფარმაცევტული კომპანიებისთვის - ასოციაცია GMP სტანდარტების გადავადების მომხრეა

access_time2020-12-18 09:30:00

2022 წლიდან ფარმაცევტული კომპანიების ნაწილმა შესაძლოა, საქმიანობა შეაჩეროს. ეს ის იმ შემთხვევაში მოხდება, თუ კომპანიები GMP სტანდარტების დანერგვას დათქმულ ვადებში ვერ შეძლებენ.


როგორც ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციაში აცხადებენ, ამ სტანდარტის დანერგვა კომპანიებისგან მსხვილ ინვესტიციას საჭიროებს, შესაბამისი ფინანსური რესურსი კი კომპანიების უმეტესობას არ გააჩნია.


ასოციაციაში ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო ამ რეგულაციას არ გადაავადებს, ფარმაცევტული კომპანიების ნაწილს საქმიანობის შეწყვეტა მოუწევს. ამან კი შესაძლოა, ბაზრის ოლოგოპოლია გამოიწვიოს, რაც საბოლოოდ, მედიკამენტების ფასზე ნეგატიურად აისახება.


ამ დროისთვის საქართველოს ბაზარზე ფარმაცევტული პროდუქციის მწარმოებელი 80-მდე კომპანია ოპერირებს.



როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი მარგველაშვილი ამბობს, ბაზარზე წარმოდგენილი კომპანიებიდან ამ მაღალ სტანდარტზე გადასვლის შსაძლებლობა 10-მდე კომპანიას აქვს.


„საკმაოდ დიდი ინვესტიციაა საჭირო, რომელმაც რენტაბელურობა უნდა მოიტანოს მომავალში და გადაიარაღებას აზრი უნდა ჰქონდეს. ჩემი ინფორმაციით, 10 კომპანია მზად არის გადასასვლელად, აქვთ კონკრეტული გეგმაც, თუმცა მათ სჭირდებათ დრო და ვეთანმებით კომპანიებს, რომ სახელმწიფომ ამ რეგულაციის ამოქმედება უნდა გადადოს“, - განმარტავს მარგველაშვილი.


აღსანიშნავია, რომ GMP/GDP სტანდარტების დანერგვა ქვეყანაში ფარმაცევტული პროდუქტების მაღალ ხარისხის უზრუნველყოფის ერთ-ერთი წინაპირობაა. სტანდარტების დანერგვის რეკომენდაციას იძლევა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაც.


business-partner.ge








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up