გამოწვევაა, გააგრძელო სვლა იმისკენ, ვინც რეალურად ხარ - დემნა გვასალია

გამოწვევაა, გააგრძელო სვლა იმისკენ, ვინც რეალურად ხარ - დემნა გვასალია

access_time2022-10-03 10:50:18

მე მძულს ჩარჩოები, იარლიყები და ვერ ვიტან, როცა იარლიყებს მაკრავენ და ჩარჩოებში მაქცევენ. საზოგადოებას, ინტერნეტს და მსოფლიოს ზოგადად უყვარს ამის კეთება იმიტომ, რომ თავს ასე უსაფრთხოდ გრძნობენ, - წერს BALENCIAGA-ს კრეატიული დირექტორი დემნა. 


მისი თქმით, ადამიანს უნდა გააჩნდეს გამბედაობა და სიმტკიცე იმისთვის, რომ მიიღოს საკუთარი იდენტობა და იყოს ის, ვინც არის.


„ყოველი დღე იქცევა ბრძოლის ველად საკუთარი იდენტობის დასაცავად და რაც უფრო მეტად ცდილობ, იყო შენი თავი, უფრო მეტად "გხვდება სახეში". მაგრამ როგორი დიდებულია, ვიყოთ ერთმანეთისგან განსხვავებულები.


გამოწვევაა, დარტყმების შემდეგ გააგრძელო სვლა იმისკენ, ვინც რეალურად ხარ. მოდას ყველაფერზე მეტად ჩარჩოები და იარლიყები უყვარს. მდიდრული, არამდიდრული, ქუჩის მოდა, მაღალი მოდა, კარგი, ცუდი, პოპულარული, ხმაურიანი - ყველაფერი ერთი და იგივეა, ვის ადარდებს. მდიდრული მოდის ჩადება გაპრიალებულ, ექსკლუზიურ და ვიზუალურად ძვირადღირებულ ყუთში შეზღუდული და საკმაოდ ძველმოდურია.


მოდაში ინდივიდუალიზმი ჩამოქვეითებულია ფსევდოტენდენციებამდე, რომელიც ნაკარნახევია იმ მომენტისთვის ზოგიერთი ცნობილი ადამიანის მიერ "სთორიში" გაზიარებული პოსტებით.



გადავწყვიტე, აღარ ავხსნა ჩემი კოლექციები და დიზაინები სიტყვიერად, არამედ გამოვხატო გონების მდგომარეობა. მოდა არის ვიზუალური ხელოვნება და მისი სხვისი თვალით დანახვაა საჭირო. საუკეთესო შემთხვევაში მოდას არ უნდა სჭირდებოდეს "სთორი" იმისთვის, რომ ვინმეზე გაიყიდოს. შენ ის ან მოგწონს, ან არა. ამ შოუს სცენა სიმართლის ძიების მეტაფორაა. მოდით, ყველას მივცეთ საშუალება, იყვნენ ისინი, ვინც არიან და დავკავდეთ სიყვარულით და არა ომით“,  წერს დირექტორი დემნა.


შეგახსენებთ, რომ პარიზში BALENCIAGA-მ მოდის კვირეულის ფარგლებში 2023 წლის ზაფხულის კოლექციის ჩვენება გამართა.

აღსანიშნავია ისიც, რომ თბილისის მერმა კახა კალაძემ დიზაინერ დემნა გვასალიას გუშინ საპატიო თბილისელის წოდება მიანიჭა. კალაძის თქმით, დემნამ საქართველოს სახელი გაუთქვა და მოხსნა ყველანაირი ჩარჩო და სტანდარტი მოდის ინდუსტრიაში.


"თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება ენიჭება ადამიანს, რომელმაც ძალიან დიდი სახელი გაუთქვა ჩვენს ქვეყანას. ადამიანს, რომელმაც მთელ მსოფლიოს დაუმტკიცა, რომ ქართველები ვართ უნიჭიერესი ხალხი, ქართველები ვართ ადამიანები, ვისაც ბევრი რამ შეგვიძლია.


ადამიანი, რომელმაც მოხსნა ყველანაირი ჩარჩო და სტანდარტი მოდის ინდუსტრიაში. შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ ნამდვილი რევოლუცია მოახდინა. დემნა მოდის სახლის, ბალენსიაგას კრეატიული დირექტორია, სხვადასხვა წლებში მუშაობდა სხვადასხვა მოდის სახლებში და უნდა აღინიშნოს, რომ არის ამერიკის მოდის დიზაინერთა საბჭოს ჯილდოს მფლობელი.


დემნა დღეს თბილისში არ იმყოფება, ვერ მოახერხა ჩამოსვლა, იმიტომ, რომ პარიზის მოდის კვირეული იმართება, მინდა მას წარმატებები ვუსურვო. მე მექნება შესაძლებლობა, მომდევნო დღეების განმავლობაში საპატიო თბილისელის წოდება, ჯილდო ოფიციალურად გადავცე პირადად მას", - თქვა კალაძემ.



გამოყენებულია "ფორმულა ნიუსის" მასალები




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up