„გამოწვევების მიუხედავად, 2022 წელს 30%-იანი წლიური ზრდა გვქონდა“ - „ირაო“

„გამოწვევების მიუხედავად, 2022 წელს 30%-იანი წლიური ზრდა გვქონდა“ - „ირაო“

access_time2023-01-03 15:00:06

„გამოწვევების მიუხედავად, 2022 წელს 30%-იანი წლიური ზრდა გვქონდა“,  ამის შესახებ „კომერსანტთან“ ანდრო ხუხუნაშვილმა,  სადაზღვევო კომპანია „ირაოს“ გაყიდვებისა და მარკეტინგის დირექტორმა, გასული წლის შეჯამებისას აღნიშნა.


მისი თქმით, გამოწვევების მიუხედავად კომპანია მომხმარებლებისთვის სერვისების მიწოდებას შეუფერხებლად ახორციელებდა.


„2022 წელი საკმაოდ რთული და ამავდროულად პროდუქტიული იყო. პირველი და მნიშვნელოვანი, რაც მინდა აღვნიშნო, არის ის, რომ კომპანიამ უკვე ნოემბერში შეძლო ყველა ფინანსური პარამეტრის მიღწევა, რაც ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია ფინანსური ინსტიტუტისთვის. წლის განმავლობაში შევძელით, რომ უწყვეტად მიგვეწოდებინა სერვისები ჩვენი დაზღვეულებისთვის, ამას მინდა ხაზი გაუსვა, რადგან წლის დასაწყისში ომიკრონის დიდმა ტალღამ გადაუარა მთელ ქვეყანას, ეს ძალიან რთული პერიოდი იყო, თუმცა შეფერხების გარეშე ვმუშაობდით. მთელი წლის განმავლობაში რა რაოდენობის ზარებსაც ვღებულობთ ხოლმე მომხმარებლისგან, ერთი თვის განმავლობაში მივიღეთ, რაც კოლოსალური ოდენობაა. ამას მოჰყვა ორნიშნა ინფლაცია, ფასების და სერვისების გაძვირება, რამაც გაართულა სიტუაცია, თუმცა მიუხედავად გამოწვევებისა შევძელით, რომ 30%-იანი წლიური ზრდა დაგვეფიქსირებინა, რაც ბოლო პერიოდში ჩვენთვის ტრადიციად იქცა. ეს ნიშნული არსებული ბაზრის საშუალო ზრდას თითქმის ორჯერ აღემატება. 



სექტორი გამოირჩევა კონკურენციით, თუმცა ვთვლით, რომ ერთ-ერთი ძლიერი კომპანია ვართ ბაზარზე, უდიდესი გამოცდილებით. წელს სრულად დავასრულეთ სერვისების გაციფრულება, ჩვენ დაზღვეულებს შეუძლიათ ყველაფერი დისტანციურად მიიღონ“, — აღნიშნა ანდრო ხუხუნაშვილმა.


მისი თქმით, კომპანიას 2023 წელს ამბიციური გეგმები აქვს. „ირაო“ მომხმარებლისთვის სერვისების უფრო სწრაფ და შეუფერხებელ მიწოდებაზე იმუშავებს.



თეგები:
ირაო



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up