დღეს ლარი Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში გამყარდა. დილიდან ვაჭრობა $1/2.5863-ით დაიწყო, 12:00 საათისთვის კი 1 დოლარი 2.5802-ის ნიშნულზეა, რაც ბოლო წლების გამყარების რეკორდული მაჩვენებელია.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, პარასკევის ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 2.5925 ლარი შეადგინა, ამაზე დაბალი მაჩვენებელი ბოლოს 2018 წლის 5 სექტემბერს დაფიქსირდა, როდესაც ერთი აშშ დოლარი 2.5844 ლარი იყო.
შედარებით განსხვავებულია კომერციულ ბანკებში არსებული კურსი. „თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 2.6310 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა - 2.5410 ლარად. „საქართველოს ბანკში“ 1 დოლარის გაყიდვა 2.6300 ლარადაა შესაძლებელი, მისი გაყიდვა კი 2.5310 ლარად.