ჩვენ ვერ შევაჩერებთ პანდემიის ზრდას თუ გარკვეული შეზღუდვები არ გაძლიერდა ქვეყანაში, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
მან დაასახელა რამდენიმე სავარაუდო შეზღუდვა, რასაც უახლოეს მომავალში შეიძლება ველოდოთ.
„ერთ-ერთი მთავარი სეგმენტი შეზღუდვების გახლავთ მობილობის დაცემა, რომელზეც სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა მიდგომაა და ამაზე მიმდინარეობს მსჯელობები – ეს გახლავთ შაბათ-კვირის შეზღუდვები, ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა და კიდევ ბევრი სხვა. ესენი იხილება, არ გავუსწრებ მოვლენებს, ჩამოყალიბდება ის რაც დღევანდელ რეალობასთან და რაც მთავარია აღსრულებასთან იქნება შესაბამისობაში და მიიღებს საკოორდინაციო საბჭო ამ გადაწყვეტილებებს. იმიტომ რომ ჩვენ ვერ შევაჩერებთ პანდემიის ზრდას თუ გარკვეული შეზღუდვები არ გაძლიერდა ქვეყანაში“, – განაცხადა გამყრელიძემ.
მისივე თქმით, განხილვა მიმდინარეობს ამასთან დაკავშირებით, თუმცა, თუ რომელი შეზღუდვა იქნება მიღებული, ეს გამჟღავნდება უახლოეს პერიოდში
ბიემჯი