2022 წლის IV კვარტალში ქვეყნიდან საზღვარგარეთ საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 688.1 ათასი გასვლა დაფიქსირდა, რაც 2.9-ჯერ მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. გასვლების უდიდესი ნაწილი, 47.1 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ.
აღნიშნული რაოდენობიდან საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 539.0 ათასი შეადგინა, რაც 2.5-ჯერ მეტია 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელდა 291.2 ათასი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 65.0 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ქვემოთ მოცემული დიაგრამა ასახავს საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობის განაწილებას ვიზიტის ტიპის4 მიხედვით.
ვიზიტების უმრავლესობა, 49.6 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში შემავალი საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ. ქალების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა მთლიანი ვიზიტების 46.4 პროცენტს შეადგენდა.
2022 წლის IV კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტი (41.7 პროცენტი) განხორციელდა საყიდლების მიზნით. ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თურქეთსა და რუსეთის ფედერაციაში, შესაბამისად, 289.4 ათასი და 96.6 ათასი ვიზიტი.
დიაგრამა ასახავს ვიზიტების რაოდენობის პროცენტულ განაწილებას მონახულებული ქვეყნების მიხედვით:
2022 წლის IV კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 6.0 ღამე შეადგინა. განხორციელებული ვიზიტების 97.2 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს.
2022 წლის IV კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 531.0 მილიონ ლარს გაუტოლდა. ვიზიტზე საშუალო ხარჯმა 985.2 ლარი შეადგინა.