განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ სკოლებში სასწავლო პროცესი დასწრებული ფორმით გრძელდება

განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ სკოლებში სასწავლო პროცესი დასწრებული ფორმით გრძელდება

access_time2022-02-02 11:20:00

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილის თამარ მახარაშვილის განცხადებით, სკოლებში სასწავლო პროცესი დასწრებული ფორმით გრძელდება.


მისივე თქმით, მთელი რიგი სამუშაოები ჩატარდა და ახლაც ტარდება, რათა სასწავლო პროცესი საკლასო ოთახში წარიმართოს.


„უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდება, ვინაიდან ბავშვის განვითარებისთვის ბუნებრივ გარემოში სწავლა არის უმნიშვნელოვანესი. მთელი რიგი სამუშაოები ჩატარდა და ახლაც ტარდება, რათა ჩვენ სასწავლო პროცესი საკლასო ოთახში შევინარჩუნოთ. ორი წლის განმავლობაში საკმაო გამოცდილება შეიძინეს სკოლებმა, მათ აქვთ ძალიან დეტალურად გაწერილი პროტოკოლი, რომელსაც მიჰყვებიან და ამ პროცესში ჩართულია ყველა: განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საგანმანათლებლო რესურსცენტრები და სკოლები. ყველა სკოლა უზრუნველყოფილია შესაბამისი მატერიალური რესურსებით, თუმცა მთავარია, რომ ისინი არიან აღჭურვილი შესაბამისი ცოდნით, როგორ მოიქცნენ კონკრეტულ სიტუაციაში.



როგორც თქვენთვის ცნობილია, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გადაწყვეტილებით, დღესაც ყველა მშობელს ეძლევა საშუალება, აირჩიოს დისტანციური სწავლების ფორმა, თუკი ამას საჭიროდ ჩათვლიან. მინდა, გაგაცნოთ სტატისტიკა – ჩვენ გვაქვს 2 085 საჯარო და 217 კერძო სკოლა, რომელთაგან ამ ეტაპზე ჯამში 201 სკოლაა გადასული დისტანციური სწავლების ფორმაზე. ეს ის ციფრია, რომლის გაჟღერებაც აუცილებლად ჩავთვალე საჭიროდ.


მნიშვნელოვანია, რომ გრძელდება მასწავლებელთა სავალდებულო ტესტირებაც. ამ პროცესში ჩართულია არა მხოლოდ ჯანდაცვის სეგმენტი, არამედ თავად სკოლის ექიმებიც. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად უზრუნველვყავით 400-ზე მეტი საჯარო და კერძო სკოლის ექიმის გადამზადება, რათა ისინიც ჩაერთონ ამ პროცესში. თუ მასწავლებელი არ არის აცრილი ან აცრილია ერთჯერადად, მას უტარდება სწრაფი ტესტი კვირაში ერთხელ, ხოლო თუ ორჯერადად ვაქცინირებულია, მას ტესტირება ჩაუტარდება ორ კვირაში ერთხელ. როგორც უკვე გითხარით, ტესტირების პროცესში ჯანდაცვის ცენტრებთან ერთად ჩართული არიან ჩვენი სკოლის ექიმებიც. დისტანციურ სწავლებაზე როდესაც ვსაუბრობთ, ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ საერთაშორისო რეკომენდაციებით, ეს არის შეზღუდვების ყველაზე ბოლო ეტაპი. ინფიცირების მაჩვენებლის ზრდის პარალელურად იზრდება ჩვენი მუშაობის ტემპი და ჩართულობა მართვის პროცესში. სკოლებს აქვთ წინასწარ გაწერილი, უკვე აპრობირებული ჯანდაცვის პროტოკოლი.


ზუსტად ვიცით, სად რას ვაკეთებთ და როგორ ვიქცევით. რასაკვირველია, ჩვენი მხრიდან ეს პროცესი ასმაგად კონტროლდება. სამოქალაქო პასუხისმგებლობაზე როდესაც ვსაუბრობთ, აქ ძალიან მნიშვნელოვანია, მშობლების თანადგომა. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, როგორც ცნობილია, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მოგვცა საშუალება, ყოველ ხუთშაბათს მშობლებმა დაარეგისტრირონ მოსწავლეები ონლაინპლატფორმის საშუალებით და აირჩიონ დისტანციური სწავლების ფორმა, სადაც ამას ჩათვლიან საჭიროდ. მოვუწოდებ სრულიად სასკოლო საზოგადოებას, გამოიჩინონ მაქსიმალურად მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და დაგვეხმარონ, რომ სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში შევინარჩუნოთ. ჩვენი მხრიდან ამისთვის ძალისხმევას არ ვიშურებთ“, – განაცხადა თამარ მახარაშვილმა.


1tv.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up