განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა მაღალმთიანი რეგიონებისა და მცირეკონტინგენტიანი სკოლების საჭიროებების შესწავლა მესტიაში ვიზიტით დაიწყო

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა მაღალმთიანი რეგიონებისა და მცირეკონტინგენტიანი სკოლების საჭიროებების შესწავლა მესტიაში ვიზიტით დაიწყო

access_time2022-06-06 12:00:00

საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თემატური მოკვლევის „სასკოლო საგანმანათლებლო რესურსების გამოყენების პრაქტიკა ეფექტიანი სწავლა-სწავლების უზრუნველყოფის პროცესში“ ჯგუფმა, მაღალმთიანი რეგიონებისა და მცირეკონტინგენტიანი სკოლების საჭიროებების შესწავლა მესტიიდან დაიწყო. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.


მოკვლევის ფარგლებში, სამუშაო ჯგუფმა პირველი ზეპირი მოსმენა მესტიის მუნიციპალიტეტში გამართა.


ზეპირ მოსმენაში ის პირები მონაწილეობდნენ, რომლებმაც მოკვლევის ჯგუფს წერილობითი მოსაზრებები გაუზიარეს.


მათ კომიტეტის წევრებს თავიანთი პრობლემები გააცნეს და იმ გამოწვევებზე ისაუბრეს, რომლებიც ადგილობრივ სკოლებს გააჩნიათ, ასევე, განიხილეს სახელმწიფოს მხრიდან ამ პრობლემების მოსაგვარებლად გადასადგმელი ნაბიჯები.


ვიზიტის ფარგლებში, მოკვლევის ჯგუფის წევრები მესტიის მუნიციპალიტეტში მდებარე სკოლის მოსწავლეთა მშობლებსაც შეხვდნენ და მათგან მოისმინეს მოსაზრებები მოსწავლეთა საჭიროებებზე.



„მესტიაში შევხვდით მასწავლებლებს, სკოლის დირექტორებს, სამეურვეო საბჭოების წარმომადგენლებსა და მშობლებს. დეტალურად მოვისმინეთ მათგან ის პრობლემები, რაც სასკოლო განათლებაში არსებობს და რომელიც სახელმძღვანელოებს, მასწავლებლებს, ინფრასტრუქტურას ეხება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ადგილზე გავეცნოთ ყველა ამ პრობლემას, ავსახოთ მოკვლევაში და შემდგომ მივიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილება“, - განაცხადა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი ამილახვარმა.


მესტიაში ვიზიტის ფარგლებში, თემატური მოკვლევის ჯგუფის წევრები განათლების მიმართულებით მომუშავე სამთავრობო უწყებებს - მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს, საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლებს შეხვდნენ და მუნიციპალიტეტში შემავალი სკოლების საჭიროებებზე იმსჯელეს.


„სასკოლო რესურსების თემატური მოკვლევის ფარგლებში გამართული მოსმენები აჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ის საკითხები, რომელიც წამოიჭრა ამ პროექტის ფარგლებში. ადგილზე ნანახი პრობლემების მოგვარების მიზნით, ექსპერტებთან ერთად შემუშავდება კონკრეტული რეკომენდაციები, რომელიც შესაბამის უწყებებს დაეგზავნება იმისათვის, რომ მოხდეს ამ რეკომენდაციებზე და შენიშვნებზე რეაგირება“, - განაცხადა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ და აღნიშნული თემატური მოკვლევის ჯგუფის ხელმძღვანელმა, თამარ ტალიაშვილმა.


რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის სოზარ სუბარის შეფასებით, მოკვლევის შედეგები სამომავლო რეფორმებისთვის მნიშვნელოვან მიმართულებებს წარმოაჩენს.


„ძალიან საინტერესო და საქმიანი შეხვედრები იყო. მომეწონა ის, რომ აქტიურობდა ყველა: მშობლებიც, დირექტორებიც, თვითმმართველობის წარმომადგენლებიც, მასწავლებლებიც. დარწმუნებული ვარ, რომ როცა განათლების კომიტეტი მთელ საქართველოს მოივლის და აიკინძება ყველაფერი, დავინახავთ, თუ რა მიმართულებით უნდა ვიმოძრაოთ სამომავლო რეფორმების თვალსაზრისით“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.


​შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ლევან იოსელიანი, და პარლამენტის წევრი ვიქტორ ჯაფარიძე.


​გასვლითი სამუშაო ვიზიტი მხარდაჭერილია ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up