რუსეთის ომს უკრაინაში გამანადგურებელ შედეგებთან ერთად ერთი დადებითიც ახლავს თან - მსოფლიოში წიაღისეული საწვავიდან განახლებად ენერგიაზე ტრანზიცია ჩქარდება.
რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე მსოფლიოში განახლებად ენერგიებზე ტრანზაქციები იზრდება - ამის შესახებ ინფორმაციას ენერგიის საერთაშორისო სააგენტო IEA წერს, მათი ცნობით ინვესტიცია განახლებადი ენერგიის პროექტებში 2022 წელს 1.4 ტრილიონ დოლარს გადააჭარბებს, რაც ენერგიაში მთლიანი ინვესტიციების ზრდის 3/4-ია.
2020 წელთან შედარებით მაჩვენებელი 12%-ითაა გაზრდილი, რაც ისტორიულად ყველაზე მაღალ ნიშნულია და მეტია ნავთობისა და გაზის პროექტებში ჩადებულ თანხაზეც. როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ფატიჰ ბიროლი ამბობს, რუსულმა აგრესიამ „სუფთა ენერგიაზე გადასვლის პროცესი დააჩქარა“.
დღეისათვის ელექტროენერგიის გამომუშავების ყველაზე იაფ საშუალებად ქარის და მზის ელექტრო სადგურები რჩება. სხვადასხვა ქვეყნების მთავრობები ამ მხრის სტანდარტების ამაღლებას უფრო მეტ დროს უთმობენ , რისი მიზეზი ენერგოეფექტურობაა.
ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში მიიჩნევენ, რომ განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებში ხიდჩატეხილობის პრობლემის მოსაგვარებლად აუცილებელი იქნება დამატებითი ფინანსური და ტექნიკური დახმარება, შეღავათიანი, კერძო სექტორის კაპიტალი და ნახშირბადის საერთაშორისო ბაზრებიდან შემოდინებები. წინააღმდეგ შემთხვევაში, მსოფლიო გამყოფი ზოლის წინაშე აღმოჩნდება, რაც კლიმატის ცვლილებასთან და მდგრად განვითარებასთან დაკავშირებული მიზნების მიღწევას გაართულებს.