განახლებადი ენერგიის პროექტებისთვის საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების დაფინანსების მოზიდვასთან დაკავშირებით, GREDA-მ, თიბისის მხარდაჭერით, კონფერენცია გამართა

განახლებადი ენერგიის პროექტებისთვის საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების დაფინანსების მოზიდვასთან დაკავშირებით, GREDA-მ, თიბისის მხარდაჭერით, კონფერენცია გამართა

access_time2023-04-21 19:00:32

საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის (GREDA) ორგანიზებითა და თიბისის მხარდაჭერით, კონფერენცია - „საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების დაფინანსების მოზიდვა განახლებადი ენერგიის პროექტებისთვის" ჩატარდა.


კონფერენცია მიზნად ისახავდა განახლებადი ენერგიის დარგის კერძო კომპანიების ინფორმირებას საერთაშორისი ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობის შესახებ, დარგში დაფინანსების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობასა და ფინანსური ინსტიტუტებისთვის საქართველოს ენერგეტიკაში მიმდინარე სიახლეების გაცნობას.


ღონისძიებას, ენერგეტიკის დარგში დასაქმებული კერძო და საჯარო სექტორის, ასევე საერთაშორისო და ადგილობრივი ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები დაესწრნენ.


ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ისეთმა საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტებმა, როგორებიცაა: საერთაშორისო ფინანსური კორპორაცია (IFC), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), აზიის განვითარების ბანკი (ADB), ნიდერლანდების განვითარების ბანკი (FMO) და ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB).


„ჩვენი პარტნიორის - თიბისის მხარდაჭერით გამართულ კონფერენციაში ენერგეტიკის დარგში მოღვაწე ყველა ძირითადი მოთამაშისა და წამყვანი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების აქტიური ჩართულობა ამ დარგის მნიშვნელოვნად გააქტიურებაზე მეტყველებს. ეს, რა საკვირველია, ხელშეწყობის ახალი მექანიზმის ამოქმედების, პირველად წელს გამართული სიმძლავრის აუქციონისა და ბაზრის გახსნის მოლოდინის ეფექტია. ვთვლით, რომ ჩვენი ღონისძიება მეტად დროულია, რადგან ახლა ენერგეტიკის დარგში მოღვაწე კერძო ბიზნესისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია კაპიტალის ხელმისაწვდომობა. GREDA, რომელიც განახლებადი ენერგიის დარგში მოღვაწე 40-ზე მეტ კომპანიას წარმოადგენს, მომავალშიც გააგრძელებს ბიზნესის მსგავსი ინიციატივებით მხარდაჭერას", - გიორგი აბრამიშვილი, GREDA-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.


„აღსანიშნავია, რომ საქართველოში ენერგო რესურსის პოტენციალის მხოლოდ 30%-ია ათვისებული და ქვეყანა აღნიშნული რესურსის იმპორტიორია მაშინ, როდესაც ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა სტრატეგიულად მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, მოხარული ვართ, რომ ისეთ ღონისძიებას ვუჭერთ მხარს, რომელიც დარგში დაფინანსების ხელმისაწვდომობას უწყობს ხელს, კომპანიებს კი საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობის შესაძლებლობებს აცნობს. თიბისის მიერ, ქვეყნის მასშტაბით, ბოლო 10 წელში, ჯამში 37 ჰიდროელექტროსადგურია დაფინანსებული - ჯამური დადგმული სიმძლავრით 514 მგვტ, საიდანაც 31 უკვე ოპერირებს, 6 კი მშენებლობის პროცესშია. აღნიშნულ სექტორში თიბისის ჯამური პორტფელი - 800 მლნ ლარამდე, ბაზრის წილი კი 70%-ს შეადგენს და შედეგად, ბაზრის ლიდერები ვართ. აქვე მინდა აღვნიშნო ენერგიის ალტერნატიული წყაროების ათვისების სულ უფრო მზარდი და მნიშვნელოვანი ტენდენცია. ამ მიმართულებით ჩვენ უკვე ვაფინანსებთ რამდენიმე პროექტს და იმედი გვაქვს, რომ უახლოეს მომავალში დარგის განვითარებაში კიდევ უფრო მნიშვნელოვან წვლილს შევიტანთ", - გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.



ღონისძიება კომპანიებთან - Andritz Hydro და Voith Hydro ოფიციალური პარტნიორობით ჩატარდა.


(R)



 

 

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up