„განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, იმერეთში 70 მილიონ ლარზე მეტის სამუშაოები მიმდინარეობს - ირაკლი ქარსელაძე

„განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, იმერეთში 70 მილიონ ლარზე მეტის სამუშაოები მიმდინარეობს - ირაკლი ქარსელაძე

access_time2022-04-30 17:42:40

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, იმერეთში ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები მიმდინარეობს, რაც ფაქტობრივად, ყველა მიმართულებას მოიცავს - საგზაო, წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და მშენებლობა, მუნიციპალური განვითარება, სკოლებისა და ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია.

„დღეს ქუთაისში დავათვალიერეთ პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში მიმდინარე პროექტები, სადაც ფალიაშვილის ქუჩის მთლიანი განახლებაა დაწყებული. გარდა იმისა, რომ გათვალისწინებულია მთელი რიგი საინჟინრო ქსელების გაუმჯობესება, წესრიგდება სანიაღვრე სისტემები და ძლიერდება ენერგოეფექტურობის კომპონენტი“, - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ იმერეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების დათვალიერებისას.

ირაკლი ქარსელაძის თქმით, პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში, იმერეთში 70 მილიონ ლარზე მეტის ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მიმდინარეობს სამუშაოები. გარდა ამისა, სატენდერო პროცედურებია დაწყებული 45 მილიონ ლარის ღირებულების პროექტებზე, რომელიც იმერეთის რეგიონსაც მოიცავს.

იმერეთის რეგიონის თორმეტივე მუნიციპალიტეტში პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში, ინფრასტრუქტურული პროექტები დასრულების ფაზაშია. ქუთაისში მიმდინარეობს ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე 15 შენობისა და ცენტრალური ბულვარის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის ღირებულებამ 10 მილიონ ლარს გადააჭარბა.


„უკვე ჩატარებულია შესაბამისი კვლევები და მზადდება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობების განახლებისთვის აუცილებელი პროცედურები. ასეთია მაგალითად, ქუთაისის ძველი, ისტორიული ბიბლიოთეკის შენობა. გარდა ამისა მიმდინარეობს სატენდერო პროცედურები, ცენტრალური ბაღის სრული განახლებისათვის, სატრანსპორტო კვანძის, ავტოსადგომის და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებების მოსაწყობად, რაც უზრუნველყოფს საგზაო უსაფრთხოების სტანდარტის გაზრდას. ბაღის სრული განახლება დასრულდება 2023 წელს.

პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში, ინფრასტრუქტურული პროექტები ქვეყნის 63 მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს. პროგრამის პირველი ეტაპის ღირებულება 500 მილიონ ლარს შეადგენს.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up