თუ განმეორებითი ტექინსპექტირება ფასიანი იქნება, ეს ავტომფლობელებს უფრო მობილიზებულებს გახდის - ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის თავმჯდომარე

თუ განმეორებითი ტექინსპექტირება ფასიანი იქნება, ეს ავტომფლობელებს უფრო მობილიზებულებს გახდის - ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის თავმჯდომარე

access_time2022-12-15 11:00:03

„2018 წლის შემდეგ დადგენილი ტარიფების გადახედვა აღარ მომხდარა და განმეორებითი  ტექინსპექტირების საფასური არ დადგენილა. ვფიქრობ, ეს ამ მომენტისთვის სწორი გადაწყვეტილებაა“, - ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ დილის ეთერში ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის თავმჯდომარემ გიორგი შიოლაშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, დღეისთვის ტექინსპექტირების ცენტრებისთვის გარკვეული მომსახურება გაძვირებულია და ადრე დადგენილი ტარიფებით ოპერირება აღარ შეეძლოთ.

 

 

 

„ჩვენ მოვიკვლიეთ  ევროკავშირის ქვეყნები და ყველგან განმეორებითი ტექინსპექტირება არის ფასიანი, აქედან გამომდინარე, ჩვენ გვქონდა კონსულტაციები და საბოლოოდ გადაწყვეტილება  იქნა  მიღებული, რის მიხედვითაც მსუბუქ და მისაბმელიან ავტომობილებზე, რომლებზედაც პირველადი ტექინსპექტირების საფასური 60 ლარს შეადგენს, განმეორებით ტექინსპექტირების საფასური 20 ლარით, ხოლო სატვირთო ავტომობილებსა და ავტობუსებზე, რომელზედაც პირველადი ტექინსპექტირების საფასური 100 ლარს შეადგენს, მეორადი ტექინსპექტირების საფასური 30 ლარით განისაზღვრა.

 

 

 

ამ ეტაპზე შემოღებულია მხოლოდ განმეორებითი ინსპექტირების საფასური, მომავალში  კონსულტაციები გაგრძელდება. იმ მოცემულობაში, სადაც ტესტირების ცენტრებში მიმართვიანობა 50%-ია, სერვისის ადეკვატურად განხორციელება საკმაოდ უჭირთ. მათ  უნდა ჰყავდეთ შესაბამისად მომზადებული პერსონალი, უნდა შეინახონ გამზომი საშუალებები, რომელთა მოვლა და დაკალიბრება საკმაოდ დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ განმეორებით ინსპექტირების საფასური მდგომარეობას გამოასწორებს“, - აღნიშნა გიორგი შიოლაშვილმა.


 

 

 

შიოლაშვილი ამბობს, რომ მაშინ როდესაც განმეორებით ინსპექტირება იყო უფასო, ავტომფლობელები ინსპექტირების ცენტრებს გარკვეული დიაგნოსტიკისთვის მიმართავდნენ ისე, რომ წინასწარ არ ამოწმებდნენ ისეთ მარტივ პარამეტრებს, როგორიცაა მაშუქი ფარები, რადგან იცოდნენ, რომ ტექინსპექტირება იყო უფასო და შემდგომში სერვისს უფასოდ იღებდნენ.

 

 

 

 „იმ შემთხვევაში თუ განმეორებითი ტექინსპექტირება იქნება ფასიანი, ვფიქრობ რომ ეს ავტომფლობელებს უფრო მობილიზებულებს გახდის. დღეს გვაქვს მოცემულობა, რომ ტექინსპექტირების პროცენტი კლებულობს, თავდაპირველად ეს იყო 60% და დღეის მდგომარეობით 40-35% ია, განმეორებით ტექინსპექტირების ტენდენციაც კლებადია. ვფიქრობ, რომ ქვეყანაში არსებული ავტოპარკი გაუმჯობესებისკენ მიდის.

 

 

 

წლევანდელი სტატისტიკა დაახლოებით იგივეა, რაც იყო  შარშან, სადღაც  50% ის  ფარგლებშია  მიმართვიანობა, დაახლოებით  ანალოგიური სურათი იყო  2021 წელსაც. მოსალოდნელი ცვლილებები, მათ შორის  ის,  რომ  მკაცრდება  ტექინსპექტირების  გაუვლელობაზე ჯარიმები, ვფიქრობ  ტექდათვალიერების  ცენტრებში ავტომობილების მიმართვიანობას გაზრდის. პირველადი  ჯარიმის  შემთხვევაში  ჯარიმა უცვლელია და  50  ლარი  დარჩება,  თუმცა ყოველი  შემდგომი  დაჯარიმება  იქნება ზრდადი 150,  300, და 500  ლარი და ა. შ. ეს ჩაკეტავს იმ პრაქტიკას, როდესაც  ავტომფლობელებს  ერჩივნათ 50 ლარიანი ჯარიმა გადაეხადათ და მანქანა  ტექინსპექტირების ცენტრებში არ მიეყვანათ“, - აღნიშნა გიორგი შიოლაშვილმა.

 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up