განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალდებულს 23 მლნ ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ჩამოერთვა

განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალდებულს 23 მლნ ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ჩამოერთვა

access_time2022-05-30 12:40:00

საქართველოს პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო, რომელსაც 23 მილიონი ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ჩამოერთვა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.



საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო ეროვნული ბანკის მიერ ერთ-ერთ კომერციულ ბანკში ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე ჩატარებული კომპლექსური შემოწმების აქტი.



საქართველოს პროკურატურაში ჩატარებული გამოძიებით და სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მსჯავრდებულმა და მასთან დაკავშირებულმა იურიდიულმა და ფიზიკურმა პირებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით დაუსაბუთებელი თანხებისთვის კანონიერი სახის მიცემის მიზნით, ერთ-ერთ საბანკო დაწესებულებაში ანგარიშები გახსნეს, რის შემდგომაც ამ ანგარიშებზე ფიქტიური დანიშნულებებით და ყოველგვარი დოკუმენტაციის გარეშე, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან დიდი ოდენობით დაუსაბუთებელი თანხები ირიცხებოდა.




შემდგომში კი, ქონების უკანონო, დაუსაბუთებელი წარმოშობის დაფარვის მიზნით, ახორციელებდნენ ფულადი სახსრების დაყოფას და შერევას მათ ფაქტობრივ დაქვემდებარებაში არსებულ იურიდიულ და ფიზიკურ პირთა საბანკო ანგარიშებზე. აღნიშნულის შემდეგ კი, გათეთრებული თანხების დიდი ნაწილი საბანკო გადარიცხვებით კვლავ საზღვარგარეთ ბრუნდებოდა.



საქმეზე გამოძიების დაწყებისთანავე, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ყადაღა დაედო მსჯავრდებულთან დაკავშირებული იურიდიული პირების საბანკო ანგარიშებს, რითაც მას არ მიეცა მასთან დაკავშირებული იურიდიული პირების ანგარიშებზე არსებული 8 მილიონ აშშ დოლარის განკარგვის შესაძლებლობა.



სასამართლოს განაჩენით, მსჯავრდებულს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სრულად ჩამოერთვა იურიდიული პირების საბანკო ანგარიშებზე არსებული 8 მილიონი აშშ დოლარი, რაც 23 მილიონი ლარის ეკვივალენტია. ასევე, მსჯავრდებულს ჯარიმის სახით დაეკისრა 300 ათასი ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.



აღსანიშნავია, რომ სისხლის სამართლის საქმეზე ფულის გათეთრების შედეგად 23 მილიონი ლარის ოდენობის დანაშაულებრივი თანხის კონფისკაციის ფაქტი უპრეცედენტო შემთხვევაა საგამოძიებო ორგანოების პრაქტიკაში. აღნიშნული თანხა წარიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.



ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს გენერალური პროკურატურის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას წარმოადგენს. პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების, ასევე ანალოგიური საქმიანობით დაკავებული სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების გამოვლენის და მხილების მიზნით – ნათქვამია ინფორმაციაში.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up