„განვითარება იწყება ტრადიციიდან“- ახალი სიტყვა ქართულ გასტრონომიაში

„განვითარება იწყება ტრადიციიდან“- ახალი სიტყვა ქართულ გასტრონომიაში

access_time2022-07-16 09:42:52

ყველაფერი ჩვენი იდენტობიდან მოდის. ტრადიციების შენარჩუნება და ისტორიის კარგად ცოდნა ჩვენი მთავარი ღირებულებაა. კომპანია „NATIVE RACHA“ ქართული სულის და ტრადიციების მქონე კომპანიაა, რომელიც უკვე 2 წელია ბაზარზეა და ქართულ, ტრადიციულ დავარგებულ  ხორცპროდუქტს გვთავაზობს. რა სირთულეების წინაშე აღმოჩნდა კომპანია და რა სიახლეებს სთავაზობს ის ეროვნულ გასტრონომიას.  ამის შესახებ „NATIVE RACHA“ -ს დამფუძნებელი ვასილ ბაბლუანი მოგვიყვება.


1. როგორ იწყება „Native rcha“-ს ისტორია?


Native racha-ს ისტორია ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნიდან ესპანეთიდან იწყება. უკვე 16 წელია რაც ესპანეთში, სხვადასხვა მიმართულებით ვმუშაობ და კარგად ვიცნობ ესპანურ კულტურასა და გასტრონომიას. ესპანეთის სამზარეულოში ყველაზე ცნობილი პროდუქტი, ტრადიციული და ესპანური იდენტობის მატარებელი კერძია - ხამუნი. მე ძალიან მიყვარს ხამუნი და სულ მესმოდა ჩემი ესპანელი მეგობრებისგან, რომ რკოზე გაზრდილი იბერიკოს ჯიშის ღორისგან კეთდება ყველაზე გემრიელი, ნამდვილი, ტრადიციული ესპანური ხამუნი.

2013 წელს დავიწყე ევროპული ინვესტიციების შემოტანა საქართველოში. ჩემი პარტნიორების მთავარი ინტერესი იყო აღმოგვეჩინა ქართული ჯიშის ღორი, რომელიც რეალურად გადაშენების პირას იყო.

 საქართველოს მთელი ტერიტორია შემოვიარეთ, საბოლოოდ კი მივაგენით ყვარლის მთებში.

სამეცნიერო კვლევის ცენტრთან და საპარტნიორო ფონდთან ერთად ამ ჯიშის რეკუპერაცია- აღდგენა მოვახერხეთ.

ძალიან დიდი სიამაყით მინდა ვთქვა, რომ ჩვენ მოვახერხეთ და 100 სული ღორიდან დღეს ფერმაში უკვე გვყავს 500 ქართული ჯიშის ღორი.

ჩვენ გვაინტერესებდა რომელი ტრადიციული, დავარგებული ხორცპროდუქტი არსებობდა და რა იყო ყველაზე პოპულარული ქართულ გასტრონომიაში.  ყველაზე ცნობილი იყო რაჭული ლორი. ჩვენი პირველი პროდუქტიც რა თქმა უნდა რაჭული ლორი იყო და კომპანიის სახელი NATIVE RACHA სწორედ აქედან გამომდინარე შევარჩიეთ.


2.როდის გაჩნდა პირველი  პროდუქტი საქართველოს ბაზარზე?


საქართველოს ბაზარზე შემოვედით 2020 წელს. მძიმე პანდემიის პერიოდში, მაგრამ მიუხედავად ამისა მოვახერხეთ და დღეს, ჩვენ საქართველოს ყველა დიდ სუპერმარკეტების ქსელში ვართ წარმოდგენილები, უკვე იმპორტირებული პროდუქტების გვერდით. ორბელიანის ბაზარში ჩვენი პირველი ბრენდ მაღაზიაც გავხსენით. ყველაზე მთავარი ჩვენთვის არის ჰორეკა ბიზნესის ჩართულობა და დაინტერესება. ჩვენ ვხედავთ, რომ ქართველი მომხმარებლებისთვის ხარისხიან პროდუქტზე მოთხოვნა დიდია.


3. როგორ მოახერხეთ ესპანური ხამუნისა და ქართული ტრადიციული ლორის სინთეზი?



საქართველოს და ესპანეთს ძალიან ბევრი საერთო აქვს,  როგორც კულტურაში ასევე გასტრონომიაში. პირობითად, ხამონი საწყისი ფუძე (ხამ) სვანურად ნიშნავს ღორს.

სვანურ ლორს კი ჩვენ დავარქვით ხამიში, რაც ნიშანვს ღორის. მინდა ავღნიშნო, რომ „Native racha“ არ აწარმოებს გადმოკოპირებულ პროდუქტებს.  ჩვენი მიზანია ადგილობრივი პროდუქტის წარმოება.

ესპანური ხამუნი სხვადასხვა ჯიშის ღორისგან კეთდება. ქართული ღორისგან გამოვიდა უნიკალური. არ არსებობს რაჭული ლორის რეცეპტი, ის სეზონურია და რაჭაში ოჯახური ტრადიციით მზადდება.

რაჭული ლორი, ქართული ტრადიციების და თანამედროვე, ევროპული ხარისხის ტექნოლოგიების შერწყმით მივიყვანეთ ყველაზე მაღალი ხარისხიანი კერძის, ხამუნის დონემდე. გემოვნური თვისებები, რა თქმა უნდა შენარჩუნებულია.




4. რამდენი სახის პროდუქტს აწარმოებს კომპანია „NATIVE RACHA“?


ჩვენი კომპანია აწარმოებს რაჭული ლორის 10 სახეობას, ქართული უნიკალური ჯიშის ღორისგან. ჩვენი პროდუქტების სია ძალიან მრავალფეროვანია, გვაქვს:

რაჭული კანჭი, რაჭული სუთი ( სალა), იმერული დავარგებული ძეხვი, რაჭული ჩორიზო, იმერული კუპატი, საფირმო კუპატი, ზისხორა, ასევე ფრეშ ხორცი იგივე სასტეიკე ხორცი  და ყველაზე პოპულარული ესპანური ხამუნი ქართული ღორის ხორცით.


5. რა არის თქვენი ბრენდის მთავარი ღირებულება? რა გარდატეხა გინდათ მოახდინოთ ქართულ გასტრონომიაში?


ყველაფერი ჩემთვის იწყება ტრადიციებიდან. სწორედ ამ ტრადიციების ევოლუციაა მნიშვნელოვანი. განვითარება ქართული იდენტობიდან უნდა დავიწყოთ. საქართველოში ჩამოსული ტურისტი უნდა გავაკვირვოთ ჩვენი გასტრონომიული კერძებით და ყურადღება მივაქციოთ გასტრო ტურიზმს.

ქართული ღორის გენეტიკის აღდგენა ძალიან რთული პროცესი იყო და ჩვენ ეს შევძელით. ქართველი ფერმერების დახმარების და ჩართულობის გარეშე ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა. ჩვენი მიზანია, ბიზნესმენებად ქცევა.

ჩვენ არ შევდივართ კონკურენციაში სხვა ტიპის ხორცპროდუქტების მწარმოებლებთან. ჩვენ ვქმნით ახალ მომხმარებელს, მომხმარებელს რომელმაც იცის მაღალი ხარისხის ფასი, მოსწონს ეტიკეტირებული, დაფასოებული ხორცი.

მე და ჩემ პარტნიორებს გვჯერა, რომ ქართული ღორის ხორცს აქვს მსოფლიო ბაზრის პოტენციალი. ჩვენ შეგვიძლია ევროპულ ბაზარს შევთავაზოთ ქართული, უნიკალური, აბორიგენული ჯიშის მაღალი ხარისხის დავარგებული ხორცპროდუქტი.


6.    რა არის „NATIVE RACHA“-ს სამომავლო გეგმები?


ჩვენი კომპანიის შემდეგი ნაბიჯია, რომ ქართულ ჰორეკა ბიზნესში უფრო მეტი ცნობადობა ჰქონდეს ქართულ, უნიკალურ მაღალი ხარისხის დავარგებულ ხორც-პროდუქტს.

გვინდა ღვინის და ხორცის კოლაბორაცია, რაც გულისხმობს ღვინის მწარმოებლებისთვის სადეგუსტაციო ცივი სახით ხორცის შეთავაზებას.

ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ მსოფლიოში ცნობილები ვართ ქართული უნიკალური ვაზის ჯიშებით და გვაქვს, საოცარი ქართული ღვინო. მე ვთვლი, რომ გვაქვს ასევე მაღალი ხარისხის ქართული ღორის ხორცისგან შექმნილი სხვადასხვა პროდუქტი, რომელსაც ნამდვილად სჭირდება მსოფლიო ცნობადობა.


(R)







თეგები:
NATIVE RACHA



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up