განვითარებადი აზიის ეკონომიკური პროგნოზი ჩინეთის ეკონომიკური ზრდის შენელების ფონზე შემცირდა

განვითარებადი აზიის ეკონომიკური პროგნოზი ჩინეთის ეკონომიკური ზრდის შენელების ფონზე შემცირდა

access_time2022-07-21 10:00:15

მანილა, ფილიპინები (21 ივლისი, 2022) — აზიის განვითარების ბანკმა (ADB) წელს 4.6%-მდე შეამცირა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი განვითარებადი აზიისა და წყნარი ოკეანის ქვეყნებისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (ჩინეთი) ეკონომიკის ნელი ზრდის გამო, განვითარებულ ეკონომიკებში მონეტარული პოლიტიკის აგრესიული გამკაცრებისა და რუსეთის უკრაინაში შეჭრის გახანგრძლივებული საომარი მოქმედებების შედეგად.

პროგნოზი ADB-ის მიერ მიმდინარე წლის აპრილში ნავარაუდევ 5.2%-იანი ზრდის მიმართებაში შემცირდა. ასევე, რეგიონში საკვებსა და საწვავზე გაზრდილი ფასების ფონზე ბანკმა გაზარდა ინფლაციის მოსალოდნელი მაჩვენებლი.

დღეს გამოქვეყნებული აზიის განვითარების პროგნოზის 2022-ის დამატების მიხედვით განვითარებული აზია და წყნარი ოკეანის ქვეყნები განაგრძობენ კოვიდ-19-ის პანდემიის შემდგომ აღდგენას. მრავალი ქვეყანა ამსუბუქებს გადაადგილებაზე დაწესებულ შეზღუდვებს, რაც ეკონომიკურ აქტივობას აძლიერებს. მიუხედავად ამისა, რეგიონის უდიდეს ეკონომიკაში, ჩინეთში ზრდამ იკლო, კოვიდ-19-თან დაკავშირებული ახლადშემოღებული კარანტინისა და სუსტი გლობალური მოთხოვნის შედეგად.

„პანდემიის უარყოფითი ეკონომიკური ზეგავლენა თითქმის მთელ აზიაში შემცირდა, მაგრამ სრული და მდგრადი აღდგენისგან შორს ვარ,“ განაცხადა ADB-ის მთავარმა ეკონომისტმა ალბერტ პარკმა. „ჩინეთში ეკონომიკის შენელების პარალელურად, უკრაინაში მიმდინარე ომმა ინფლაციური წნეხი გაზარდა, რაც მსოფლიოს ცენტრალურ ბანკებს რეფინანსირების განაკვეთის გაზრდას აიძულებს, ეს კი აფერხებს ზრდას. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ყველა ამ გლობალური არასტაბილურობის გადაჭრას, რაც რეგიონის ეკონომიკურ აღდგენას რისკის ქვეშ აყენებს.“

ჩინეთის ეკონომიკა წელს 4.0%-ით გაიზრდება, აქამდე ნავარაუდევ 5.0%-თან შედარებით. ADB-მ 7.5%-დან 7.2%-მდე შეამცირა ზრდის პროგნოზი ინდოეთისთვის, მოსალოდნელზე მაღალი ინფლაციისა და მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების ფონზე.


ინფლაცია განვითარებად აზიასა და წყნარი ოკეანის ქვეყნებში წელს 4.2%-ით გაიზრდება, აპრილში ნავარაუდევ 3.7%-თან შედარები. მიუხედავად ამისა, ინფლაციური წნეხი რეგიონში მსოფლიოს სხვა რეგიონებთან შედარებით მაინც დაბალი რჩება.



2023 წლისთვის ბანკმა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი რეგიონში 5.3%-დან 5.2%-მდე შეამცირა, ხოლო ინფლაციის მოსალოდნელი მაჩვენებელი 3.1%-დან 3.5%-მდე გაზარდა.


განახლდა ზრდის პროგნოზები რამდენიმე ქვერეგიონისთვის. სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის ზრდის მოლოდინი 4.9%-დან 5.0%-მდე გაიზარდა კოვიდ-19-თან დაკავშირებული შეზღუდვების შემსუბუქების ფონზე შიდა მოთხოვნის მატების შედეგად.


ეკონომიკური ზრდის მოლოდინი კავკასიისა და ცენტრალური აზიისთვის 3.6%-დან 3.8%-მდე გაიზარდა, რადგან ქვერეგიონის ზოგიერთმა ეკონომიკამ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის უარყოფით გავლენას მოსალოდნელზე უკეთ გაუძლო. წყნარი ოკეანის ქვეყნებში ფიჯიზე ტურიზმის აღდგენამ ქვერეგიონის ზრდის მაჩვენებლის 3.9%-დან 4.7%-მდე ზრდა განაპირობა.


ADB-ის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი.


თეგები:
ჩინეთი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up