განვითარებულ ქვეყნებში იაფ მუშახელზე დიდი მოთხოვნაა - ლეგალური დასაქმების რა შანსი აქვთ ქართველებს

განვითარებულ ქვეყნებში იაფ მუშახელზე დიდი მოთხოვნაა - ლეგალური დასაქმების რა შანსი აქვთ ქართველებს

access_time2022-06-15 10:00:20

ევროპულ ქვეყნებში იაფ მუშახელზე არნახული მოთხოვნაა. შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეებს დიდი შანსი აქვთ ქვეყნის გარეთ ლეგალური დასაქმება შეძლონ, თუმცა მოტივაცია საკმაოდ დაბალია. ამის მიზეზად სოციოლოგი პაატა აროშიძე ქართული და ევროპული შრომის სტანდარტების შეუსაბამობას მიიჩნევს.


მისი თქმით,  ევროპაში შრომის საკმაოდ მკაცრი დისციპლინა მოქმედებს, რის შესრულებაც ქართველი მუშახელისთვის რთულია და უკმაყოფილებას დიდწილად სწორედ ეს ფაქტორი განსაზღვრავს, რაც წინა წლის გამოცდილებამაც აჩვენა.


,,იაფ მუშახელზე დიდი მოთხოვნაა როგორც სოფლის მეურნეობაში, ასევე  სხვა სფეროებშიც. მწარმოებელი ყოველთვის ეძებს იაფი რესურსების მოძიებას,  მუშახელის სიიაფე გულისხმობს მის დავალ კვალიფიკაციასაც. როდესაც ზოგიერთი ქვეყნები ე.წ. დაბალგანვითარებული ქვეყნებისთვის ხსნიან შრომის ბაზარს, სწორედ ეს ამოძრავებთ,  ცდილობენ ძირითადად მძიმე სამუშაოებზე დაბალი კვალიფიკაციის ადამიანები დაასაქმონ. განვითარებულ ქვეყნებში წარმოების პროცესი და თვითღირებულება მაღალია, ამიტომ ცდილობენ იაფი კადრების მოძიებას, განსაკუთრებით იმ დარგებში, სადაც ფიზიკური შრომა გამოიყენება, რაც არ მოითხოვს ინტელექტუალურ რესურსს და ადამიანი იქნება მხოლოდ  შემსრულებელი. ასეთი სამუშაო გაცილებით დაბალანაზღაურებადია, ვიდრე ინტელექტუალურ შრომასთან შეწყობილი ფიზიკური დატვირთვა, ამით აიხსნება  სხვა ქვეყნებისთვის შრომითი საზღვრების გახსნა“, - აცხადებს ,,კომერსანტთან“ პაატა აროშიძე.


მისი თქმით, ქართველები დასაქმებას ძირითადად სოფლის მეურნეობაში შეძლებენ, თუმცა ევროპული სტანდარტის დაკმაყოფილება უჭირთ. ამის მიზეზი ძირითადად შრომისადმი ქართველი ხალხის მენტალური დამოკიდებულებაა, რაზეც სოციოლოგი ყურადღებას ამახვილებს და დასძენს, რომ დაკისრებული ვალდებულების შესრულების ხარისხი ჩვენთან ძალიან დაბალ დონეზეა, როცა ევროპაში შრომა მკაცრად დისციპლინირებულია.

 


,,ევროპა ყოველთვის შეეცდება ისეთი მომუშავეების მოძიებას, რომელიც იაფ შრომას დათანხმდება. ქართველებს მეტი პერსპექტივა აქვთ ძირითადად დასაქმდნენ სოფლის მეურნეობაში ან ისეთ ფაბრიკა-ქარხნებში, რომელიც გადამამუშავებელ მრეწველობას მიეკუთვნებიან. იქაც მძიმე სამუშაო პირობებია, მაგრამ ურჩევნიათ წავიდნენ ასეთ ქვეყნებში, ვიდრე სამშობლოში დასაქმდნენ. შეიძლება იმიტომაც, რომ აქ პერსპექტივას ვერ ხედავენ, მაგრამ სოციალური პირობებიც მოქმედებს, სოფლის ინფრასტრუქტურა და სხვა. როცა ახალგაზრდას ვეუბნებით, რომ ანალოგიური სამუშაო ადგილზე შეასრულოს,  ურჩევნია უცხოეთში წასვლა, სადაც ანაზღაურება  გაცილებით მეტია. რაც მთავარია,  ,,ევროპაში ნამყოფი“   ჰქვია და ბეგრაუნდად ეთვლება. თუმცა სეზონურ სამუშაოებზე ასეთი ბეგრაუნდის შეძენა ნამდვილად არ არის მარტივი. ბევრი დამაბრკოლებელი გარემოებაა, როგორც ცა და მიწა, ისე განსხვავდება ქართული შრომის კულტურა ევროპულისგან. დაკისრებული ვალდებულების შესრულების ხარისხი ჩვენთან ძალიან დაბალ დონეზეა. უცხოეთში ეს გადამწყვეტი ფაქტორია, დასაქმებულს სრულ ანაზღაურებას არავინ მისცემს, თუ მოვალეობებს ზედმიწევნით არ შეასრულებს. 8 საათიანი სამუშაო დრო ნიშნავს, რომ იმუშაოს ამ დროის განმავლობაში და იქ არ უნდა არსებობდეს სიგარეტის მოწევის დრო ან სხვა მიზეზი, ამიტომ ქართველისთვის ევროპული შრომის პირობებთან მორგება რთულია, რაც ხშირად უკმაყოფილებას იწვევს“, - მაცხადებს პაატა აროშიძე.


შეგახსენებთ, რომ საქართველოს ევროპის სხვა ქვეყნებში ლეგალური დასაქმების შესაძლებლობა ჯამში 9 ქვეყანასთან აქვს: პორტუგალია, ესპანეთი, ჩეხეთი, ხორვატია, კვიპროსი, უნგრეთი, ფინეთი, ბელგია და საბერძნეთი.


ქართული მხარის მიერ შემუშავებულია შეთანხმების პროექტი „საქართველოს მთავრობასა და ქვეყნის მთავრობას შორის ლეგალური დროებითი (ცირკულარული) შრომითი მიგრაციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“.


გერმანიასთან გაფორმებული შეთანხმების მიხედვით, გერმანული მხარის მიერ გათვალისწინებულია წლიური კვოტა 5 000 ადამიანისათვის. 2021 წლის განმავლობაში შეირჩა და დასაქმდა 308 მოქალაქე, ხოლო 2022 წლის 1 მაისის მდგომარეობით − 132 მოქალაქე.


ამასთან, ისრაელში ლეგალურად დასაქმების მიზნით, ბაზაში რეგისტრირებულია საქართველოს 2 076 მოქალაქე. აქედან, შეთანხმებაში წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების გათვალისწინებით, ისრაელის მხარის მიერ შეირჩა 60 განმცხადებელი, რომელიც არის ე. წ. „ლატარიის“ ეტაპზე. გარდა ამისა, შემუშავდა ახალი მოკლევადიანი (144-საათიანი) სასწავლო კურსი მომვლელებისთვის, „გერიატრიული ასისტენტი“, რომლის გავლის შემდეგაც, 2022 წლის ბოლომდე, ისრაელში დასაქმების შესაძლებლობა ექნება საქართველოს 1 000 მოქალაქეს.


მარი ჩიტაია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up