გაორმაგებული ფასით გამოცხადებული ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაციის ტენდერი  შედგა

გაორმაგებული ფასით გამოცხადებული ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაციის ტენდერი შედგა

access_time2022-04-15 13:30:23

ოთხი წლის წინ ჩამონგრეული მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაცია სავარაუდოდ უახლოეს მომავალში დაიწყება. მეორედ, გაორმაგებული ფასით გამოცხადებული ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანია „მამისონმა“ მიიღო.

 

15 მარტს გამოცხადებული შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 13 666 967 ლარი იყო, სამშენებლო კომპანიის შეთავაზებულმა თანხამ კი 906 967 ლარით ნაკლები 12 760 000 ლარი შეადგინა. ტენდერს ახლა შერჩევა-შეფასების სტატუსი აქვს .

 

აღსანიშნავია, რომ ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაციაზე ტენდერი მიმდინარე წლის იანვარში გამოცხადდა, მაშინ სახელმწიფო შესყიდვის ღირებულება 7 057 389 ლარი იყო. თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განაცხადეს, რომ ახალი ფასი ბაზრის კვლევის ჩატარების შემდეგ გამოიკვეთა. შესყიდვის ღირებულების გაზრდის მიზეზად კი ინფლაციის დონის რეკორდული ტემპით ზრდა დაასახელეს.





შეგახსენებთ, რომ სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, დაგეგმილია მეტროსადგურის საზოგადოებრივი სივრცეების ინტერიერის რეკონსტრუქცია. ბუნებრივი ქვით მოპირკეთებული იატაკი  კერამიკული ფილებით იცვლება. ასევე კერამიკული ფილებით შეიცვლება კედლებზე გაკრული ქვის საფარი. მოხდება ბაქნისა და ესკალატორების გვირაბის აზბესტის ჭერის დემონტაჟი. სამუშაოები ითვალისწინებს თანამედროვე მასალებით ჭერის, ე.წ. დამცავი ქოლგის მოწყობას. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია განათებისა და შიდა სავენტილაციო სისტემის მოწყობა. ასევე კედლებზე განთავსდება საათი, ხოლო ქვედა დარბაზში დაიდგმება ნახევარწრის ფორმის სკამები.

 

განმარტებით ბარათის მიხედვით ირკვევა, რომ ინტერიერის დიზაინ-კონცეფცია წარმოადგენს 1960-იანი წლებისთვის დამახასიათებელი იდეების თანამედროვე გადამუშავებას, რაც საშუალებას იძლევა შეიქმნას ინდივიდუალიზებული სივრცე მრავალფეროვანი გეომეტრიული წყობისა და მოულოდნელი არაკლასიკური ფერთა შეხამების გამოყენებით.

 

მეტროსადგურის რეაბილიტაცია დავით ნარმანიას მერობის დროს დაიწყო და 2017 წლის სექტემბერში დასრულდა.  ხუთ თვეში, 2018 წლის 30 იანვარს, ბაქანზე ჭერი ჩამოინგრა, რა დროსაც 4 ადამიანი დაშავდა. 4 წელზე მეტია რაც მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მოსაცდელი ბაქანი რკინის კონსტრუქციის ამარაა დარჩენილი. ჭერის ჩამონგრევის შემდეგ მეტროში დღემდე არაფერი შეცვლილა. აღსანიშნავია, რომ კითხვაზე — 2017 წელს განხორციელდა თუ არა „ვარკეთილის“ მეტრო სადგურის რეაბილიტაცია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ამ დრომდე პასუხისმგებელი უწყებებისგან მოსახლეობას პასუხი არ მიუღია.


ბაჩო ადამია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up