„გაქცეული“ ჩუბაისი და „გაუჩინარებული“ შოიგუ. რა ხდება პუტინის გარშემო?

„გაქცეული“ ჩუბაისი და „გაუჩინარებული“ შოიგუ. რა ხდება პუტინის გარშემო?

access_time2022-03-24 10:32:18

66 წლის ანატოლი ჩუბაისი, რუსეთის ყოფილი ვიცე-პრემიერი და  პრეზიდენტ პუტინის წარმომადგენელი მდგრადი განვითარებისა და კლიმატის ცვლილებების საკითხებში, პირველი მაღალი რანგის რუსი ოფიციალური პირი გახდა, რომელმაც უკრაინაში ინტერვენციის გამო პროტესტის ნიშნად კრემლთან კავშირი გაწყვიტა.

გავრცელებული ინფორმაციით მან რუსეთის ტერიტორიაც დატოვა.


სააგენტო Bloomberg-ის მიერ ორ სანდო პირზე დაყრდნობით გახეთქილი ამბავი 22 მარტს დაადასტურა კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა. მაგრამ რუსეთიდან მოხელის წასვლის თაობაზე დასმულ შეკითხვას პესკოვმა ბუნდოვნად უპასუხა.


„დიახ. ჩუბაისმა თანამდებობა დატოვა საკუთარი სურვილით. ხოლო წავიდა თუ არ წავიდა, - ეს მისი პირადი საქმეა“, - განაცხადა დმიტრი პესკოვმა.


ჯერჯერობით კრემლი დუმს და არ იძლევა განმარტებას იმაზე, თუ რატომ აღარ ჩანს 11 მარტის შემდეგ, საჯარო სივრცეში რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში აქტიურობით.


რუსეთის თავდაცვის მინისტრი არ გამოჩენილა არც 23 მარტს, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ხელმძღვანელობით გამართულ მთავრობის სხდომაზე, რომელზეც რუსეთის ლიდერმა მინისტრთა კაბინეტს დაავალა, რომ „არამეგობრულ ქვეყნებთან“ ბუნებრივი აირის ღირებულების ანგარიშსწორება დოლარიდან რუსულ რუბლში გადაიყვანოს.


როგორ გაუჩინარდა საჯარო სივრციდან მუდამ აქტიური შოიგუ?


პირველი, ვინც რუსეთის თავდაცვის მინისტრის თითქმის ორკვირიან მოულოდნელ გაუჩინარებას მიაქცია ყურადღება, რუსული გამოცემის, „მედიაზონის“ ჟურნალისტი დმიტრი ტრეშჩანინია. ამის შემდეგ, კიდევ ერთმა რუსულმა გამოცემამ, „აგენტსტვომაც“ გადახედა შოიგუს ბოლოდროინდელ აქტივობებს.


11 მარტამდე შოიგუ საჯარო სივრცეში აქტიურად, დღეში რამდენჯერმეც ჩნდებოდა, 11 მარტს ვლადიმირ პუტინთან დაახლოებულმა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა საინფორმაციო სივრციდან ფეხი ამოიკვეთა.


უფრო ზუსტად, რუსეთის თავდაცვის მინისტრი საინფორმაციო გამოშვებებში ბოლოს გამოჩნდა 11 მარტს, როცა სამხედრო სამინისტრომ გაავრცელა ცნობა მისი და თურქეთის თავდაცვის მინისტრის სატელეფონო საუბრის შესახებ. იმავე დღეს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ვიდეოც, რომლის თანახმად, შოიგუმ ერთ-ერთ ჰოსპიტალში „უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მონაწილე სამხედროებს სახელმწიფო ჯილდოები გადასცა.


შემდეგ, ერთი კვირის თავზე, 18 მარტს, კრემლის პრესსამსახურმა გაავრცელა ოფიციალური ინფორმაცია, რომ პრეზიდენტი პუტინი შეხვდა უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებს, მათ შორის, თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს, თუმცა, შესაბამისი ვიდეო ან ფოტომასალა არ გამოუქვეყნებია. სამაგიეროდ, იმავე დღეს, რუსეთის პირველმა არხმა აჩვენა სიუჟეტი იმის შესახებ, თუ როგორ აჯილდოებს 18 მარტს, თავდაცვის მინისტრი სამხედროებს, თუმცა, კადრები ემთხვეოდა თავდაცვის სამინისტროს მიერ 11 მარტს გავრცელებულ ვიდეოს.


აღსანიშნავია ისიც, რომ თავდაცვის მინისტრის მსგავსად, საჯარო სივრცეში აღარ ჩანს რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ვალერი გერასიმოვიც. ეს დუეტი ოპერატიულად აგებს პასუხს უკრაინაში მიმდინარე რუსეთის ფართომასშტაბიან ინტერვენციაზე, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალების კარგად ორგანიზებულ თავდაცვას წააწყდა და, მრავალი შეფასებით, ახლოსაა სრულ ჩაფუშვასთან.


უკრაინისა და დასავლეთის სპეცსამსახურების თანახმად, პრაქტიკულად წარუმატებელი საომარი მოქმედებებისას რუსეთს საკმაოდ დიდი დანაკარგი აქვს, რასაც ოფიციალურად არ აღიარებს. ანალიტიკოსების ნაწილი ვარაუდობს, რომ უახლოეს ხანში რუსეთში განტევების ვაცის ძებნას დაიწყებენ.


ვისზე და როგორ გადატეხს ჯოხს ვლადიმირ პუტინი - შოიგუშეზე თუ გერასიმოვზე, ჯერჯერობით უცნობია. რუსეთის პრეზიდენტს ოფიციალურად არ გამოუთქვამს უკმაყოფილება უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო ოპერაციის მსვლელობის თაობაზე. პირიქით, ერთ-ერთ ბოლო სამთავრობო სხდომაზე პუტინმა განაცხადა, უკრაინის ტერიტორიაზე სპეცოპერაცია გეგმის თანახმად მიმდინარეობსო.


„თვითგამორკვეული“ ანატოლი ჩუბაისი და არკადი დვორკოვიჩი

თუ რუსეთის თავდაცვის მინისტრის საჯარო სივრციდან გაუჩინარების შესახებ კომენტარის აღება დაინტერესებულმა ჟურნალისტებმა ვერ შეძლეს კრემლის პრესმდივნისგან, სამაგიეროდ, დმიტრი პესკოვი სწრაფად გამოეხმაურა პრეზიდენტ პუტინის გარემოცვის წევრის, ანატოლი ჩუბაისის მიერ თანამდებობის დატოვებას და ქვეყნიდან სავარაუდო წასვლას.


სააგენტო Bloomberg-ის თანახმად, ანატოლი ჩუბაისი გადადგა იმის გამო, რომ არ ეთანხმება უკრაინაში რუსეთის შეჭრას. ეს ჯერჯერობით ოფიციალურად არ დადასტურებულა.


ჟურნალმა Forbes-მა მოახერხა ჩუბაისთან დაკავშირება, მაგრამ მან საუბარი შეწყვიტა რუსეთის დატოვების შესახებ შეკითხვების დასმის შემდეგ. გაზეთი „კომერსანტი“ იტყობინება, რომ ჩუბაისი 22 მარტს სტამბოლში ნახეს.


ჩუბაისი არის რუსეთის ყველაზე მაღალი რანგის მოხელე, მაგრამ არა ერთადერთი, რომელმაც თანამდებობა დატოვა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ.


უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო თანამდებობის დატოვება გადაწყვიტა ფონდ „სკოლკოვოს“ თავმჯდომარემ, რუსეთის ფედერაციის მთავრობის თავმჯდომარის ყოფილმა მოადგილემ, არკადი დვორკოვიჩმა. ამის შესახებ ინფორმაცია პირველად საინფორმაციო სააგენტო RBC-მ დვორკოვიჩის წარმომადგენელზე დაყრდნობით გაავრცელა.


როგორც „სკოლკოვოსთან“ ახლოს მყოფმა ორმა წყარომ უთხრა გამოცემას, დვორკოვიჩმა წასვლის შესახებ 18 მარტს უთხრა ფონდის თანამშრომლებს.

მანამდე ამერიკულ ჟურნალ Mother Jones-ისთვის მიცემულ ინტერვიუში დვორკოვიჩი უკრაინაში რუსეთის ომის წინააღმდეგ გამოვიდა. „ომი ესაა ყველაზე უარესი, რის წინაშეც შეიძლება ადამიანი აღმოჩნდეს ცხოვრებაში. ნებისმიერი ომი. სადაც გნებავთ. მათ შორის ეს ომიც. ომები უბრალოდ კლავს ძვირფას სიცოცხლეებს. ომები კლავს იმედებსა და ოცნებებს, ყინავს ან ანგრევს ურთიერთობებსა და კავშირებს“, - მოჰყავს გამოცემას დვორკოვიჩის სიტყვები.


ინტერვიუს გავრცელებას რუსეთის მმართველი პარტიის, „ედინაია როსიის“ გენერალური საბჭოს მდივნის ანდრეი ტურჩაკის იდეა მოჰყვა- დვორკოვიჩი „ნაციონალ-მოღალატედ“ გამოეცხადებინათ ფონდიდან „საზოგადოების თვითგანწმენდის“ ფარგლებში გაეთავისუფლებინათ.

ანატოლი ჩუბაისის მიერ პროტესტის ნიშნად თანამდებობის დატოვებას ფართო გამოხმაურება უკრაინაში.


უკრაინის დაზვერვა, კერძოდ, ამტკიცებს, რომ რუსეთის უმაღლეს ხელისუფლებაში, ორი ადამიანის გარდა, უკრაინის ტერიტორიაზე ომის გაგრძელებას თურმე მხარს აღარავინ უჭერს.


„ახლა არის ორი ადამიანი, რომლებიც აბსოლუტურად პირდაპირ ემხრობიან ომის გაგრძელებას. ესენი არიან პუტინი და შოიგუ. სხვა ყველა ცდილობს, შეაჩეროს ომი. ზოგი უფრო აქტიურია, ზოგიც ჩუმად ხანდახან საბოტაჟსაც კი უწევს უმაღლესი ხელმძღვანელობის გარკვეულ ბრძანებებს. რუსეთის ფედერაციის გენერლები კი ძირითადად ომის წინააღმდეგნი არიან“, - განაცხადა უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსმა, კირილ ბუდანოვმა უკრაინულ ტელეკომპანია „უკრაინა 24“-თან ინტერვიუში.

  • რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.
  • პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც.
  • უკრაინაზე თავდასხმის გამო, ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა, კანადამ და სხვა სახელმწიფოებმა რუსეთის ეკონომიკისა და საფინანსო სექტორებს, ხელისუფლების წარმომადგენლებსა და მათთან დაახლოებულ ბიზნესმენებს უპრეცედენტო სანქციები დაუწესეს და უკრაინას უწევენ სამხედრო და ფინანსურ დახმარებასაც.
  • ამის პასუხად, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განკარგულება გასცა, „არამეგობრული ქვეყნების“ სიაში შემავალ სახელმწიფოებს გაზის საფასურის გადახდა რუბლებით დაუწესდეს. სააგენტო „ტასის“ თანახმად, ამის შესახებ მან მთავრობის თათბირზე განაცხადა. „მივიღე გადაწყვეტილება, უმოკლეს დროში მოხდეს რეალიზაცია ზომების კომპლექსისა რუბლებზე ანგარიშსწორების გადასაყვანად - ამით დავიწყოთ - ჩვენი ბუნებრივი აირისთვის, რომელიც მიეწოდებათ ე.წ. არამეგობრულ ქვეყნებს“, თქვა პუტინმა.


radiotavisupleba.ge

თეგები:
ჩუბაისი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up