გაქირავების გლობალური პლატფორმები უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებენ

გაქირავების გლობალური პლატფორმები უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებენ

access_time2021-07-01 10:30:00

Bloomberg Businessweek-ის გამოძიების შედეგად გამოვლენილი ფაქტების შემდეგ, რაც გაქირავების ვებგვერდ Airbnb-ის დაჯავშნებში კრიმინალურ ფაქტებს ეხებოდა, იმავე პროფილის პლატფორმა TripAdvisor-მა უსაფრთხოების ზომების გამკაცრება დაიწყო. ამასთან, Expedia Group-ის კუთვნილმა პლატფორმა Vrbo-მ, რომელიც მოკლევადიანი გაქირავების ბიზნესს ეწევა, მეპატრონეებს სახლის გასაღების გარეთ ან საზოგადოებრივ ადგილებში დატოვება აუკრძალა.



Bloomberg Businessweek-ის გამოძიებაში აღწერილი იყო 29 წლის ავსტრალიელი ტურისტი გოგოს გაუპატიურების ფაქტი, რომელმაც ბინა Airbnb-ს პლატფორმაზე Times Square-ის სიახლოვეს იქირავა. ფაქტი 2015 წელს, საახალწლო დღეებში მოხდა. გასაღები მეპატრონეს ახლომდებარე მაღაზიაში ჰქონდა დატოვებული, საიდანაც ის გოგონამ პირადობის დამდასტურებელი მოწმობის წარდგენის გარეშე გამოიტანა. თავდამსხმელმა როგორღაც გასაღების დუბლიკატი მოიპოვა და ერთ დღეს ბინაში გოგონას დაბრუნებას დაელოდა.



Expedia-ს ახალი უსაფრთხოების პოლიტიკა, რომელიც კომპანიამ გასულ კვირას შემოიღო, კრძალავს გასაღების დატოვებას იქ, სადაც „სახლის მეპატრონე, უძრავი ქონების მენეჯერი ან პერსონალი არ იმყოფება.“



TripAdvisor-ის წარმომადგენელმა, ბრაიან ჰოიტმა სააგენტო Bloomberg-ს განუცხადა, რომ მათი კომპანიაც მუშაობს სტუმრებისთვის გასაღების გადაცემის წესების განახლებაზე. მისი თქმით, ამ ცვლილების გარდა, TripAdvisor უსაფრთხოების სხვა ზომების შემოღებასაც აპირებს.




Airbnb-ს წარმომადგენელმა ბენ ბრეითმა სააგენტოს განუცხადა, რომ 2019 წელს კომპანიამ წესები გაამკაცრა, რათა გასაღების უსაფრთხო გადაცემა უზრუნველყო. მისი თქმით, უსაფრთხოების პოლიტიკას კომპანია რეგულარულად აახლებს.



ნიუ-იორკის შტატის სენატორი, რომელიც მანჰეტენის მიდთაუნისა და ისტსაიდის რაიონებს წარმოადგენს, აცხადებს, რომ Airbnb-ს, Vrbo-ს და მსგავსი პორტალების მომხმარებლებს მოკლევადიან დაჯავშნაში „უსაფრთხოების არანაირი გარანტია არ გააჩნიათ და დაუცველები არიან.“



„მე შემიძლია, სასტუმროს წესები დავუდგინო, მაგრამ ჩემს ქალაქში იმავე წესების დაწესება Airbnb-ს მსგავსი საიტებისთვის არ შემიძლია. წარმოუდგენლად მაბრაზებს, როცა სიტუაციის მძევალი ვხდები, როცა მსურს ცუდი საქციელის აღმოფხვრა, მაგრამ ფედერალური კანონის გამო ხელები შეკრული მაქვს. ამ კანონით, ადგილობრივ ხელისუფლებას კომპიუტერული კომპანიების რეგულირების უფლება არ გააჩნია,“ - აცხადებს სენატორი.



Airbnb-ს მსგვსმა გაქირავების კომპაიებმა არაერთხელ დაამტკიცეს სასამართლოში, რომ ადგილობრივი კანონები, რომლებიც მოკლევადიან გაქირავებებს არეგულირებს, ციფრულ პლატფორმებს არ ეხება. ასეთ პლატფორმებს 1996 წელს მიღებული კომუნიკაიცების მოწესრიგების შესახებ კანონის 230-ე მუხლი იცავს. მაგალითად, Airbnb-ს შემთხვევაში, მომხმარებლის მიერ კომპანიის მომსახურების გასაჩივრება კონფიდენციალურ არბიტრაჟში ხდება.


BPN.GE




თეგები:
გაქირავება



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up