გარდაბნის ახალი თბოსადგური განახლებული კონფიგურაციით აშენდება

გარდაბნის ახალი თბოსადგური განახლებული კონფიგურაციით აშენდება

access_time2022-05-16 23:55:59

„გამოვრიცხავ, რომ ახალი აეროპორტის გახსნამ თბილისი, ბათუმის ან ქუთაისი მგზავრთა შემოდინება-გადინებაზე უარყოფით გავლენა იქონიოს“, - ასე აფასებს ავიაციის სფეროს ექსპერტი იასე ზაუტაშვილი, ბათუმიდან 80 კმ - ში, შავ ზღვაზე ახალი აეროპორტის გახსნას. იგი რიზე-ართვინის აეროპორტს საქართველოს აეროპორტების პირდაპირ კონკურენტად არ განიხილავს და ამბობს, რომ ახალი აეროპორტი მათ მუშაობას ხელს არ შეუშლის:

 

„ჩემი აზრით, არავითარი მგზავრნაკადის დაკარგვას ადგილი არ ექნება, რაც უფრო მეტი ტრაფიკი მოიყრის რეგიონულ მასშტაბში მით მეტი არჩევანი იქნება ე.წ. Point to Point რეისების მიმართულებით. ქუთაისიდან ძირითადად დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები დაფრინავენ და მათ წარმოდგენილ მარშრუტებს ხელს არ შეუშლის. ჩვენ ხომ არ გვაქვს საუბარი, რომ ქუთაისიდან, თბილისიდან ან ბათუმიდან, რომელიმე ეროვნული კომპანია ახორციელებს თურქეთის ან სხვა ქვეყნის გავლით ევროპაში მგზავრების გაყვანას. მე არ მგონია ამან ხელი შეუშალოს იმ მგზავრთნაკადის გადინებას საქართველოდან. თუკი იქნება შიდა მიმართულებები იგივე რიზეს მხრიდან, მაგალითად ბოდრუმი ან ანკარას მიმართულებით, რომელიც ჩვენ არ გვაქვს, შეიძლება მგზავრს მიეცეს ალტერნატივის საშუალება გადავიდეს თურქეთში სახმელეთო გზით და იქიდან გააგრძელოს თავისი მარშრუტი“, - განმარტავს იასე ზაუტაშვილი.

 

ავიაციის სფეროს ექსპერტი „კომერსანტთან“ საუბარში აცხადებს, რომ რიზე-ართვინის აეროპორტი საქართველოში მგზავრნაკადის არ შეამცირებს. მისი განმარტებით, გაცილებით დიდი პრობლემა ინფრასტრუქტურა და მომსახურების სფეროა, რა დროსაც სექტორი ქვეყანაში შემოსულ ტურისტებს მაღალი სტანდარტით ვერ ემსახურება:


 

„ტურისტების შემოდინების კუთხით შეიძლება ითქვას ნაკადი სახეზეა. სეზონი არ დაწყებულა, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში ბევრი უცხოელია შემოსული და ივლისსა და აგვისტოში უფრო მეტი შემოვა, შედეგად ავიაკომპანიებსაც ძალიან მჭიდრო გრაფიკი ექნებათ. მე პრობლემას ვხედავ მოწესრიგებულ ინფრასტრუქტურაში - დაწყებული აეროპორტებით, დამთავრებული კვების ობიექტებითა და გიდებით. მომსახურების სერვისი დეფიციტს განიცდის და სტანდარტი არც თუ ისე მაღალია, რამაც შეიძლება გარკვეულწილად უარყოფითი ეფექტი იქონიოს ტურისტების კმაყოფილებაზე. სხვა მხრივ მათ არანაირი შეზღუდვა არ ექნებათ, მთავარია საქართველომ შეძლოს შესაბამისი ინფრასტრუქტურით უზრუნველყოს ტურისტების შემოდინების ნორმალური გრაფიკი - წარმოიდგინეთ, ერთდროულად ბათუმის 4-5 რეისი რომ მოფრინდეს შეიძლება სრული კოლაფსი მოხდეს, იგივე შეიძლება განმეორდეს ქუთაისის აეროპორტშიც კი. გახსოვთ ალბათ, რამდენიმე წლის წინ Maroon 5-ის კონცერტის შემდეგ ბათუმში სრული კოლაფსი იყო. ქალაქში მოსვენების საშუალება არავის მიეცა. ამიტომ ჩვენ ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფაზე უნდა ვიფიქროთ ვიდრე, მგზავრთნაკადის შემცირებაც. ტურისტები საკმარისად შემოდიოდა პანდემიამდე და  უკვე იანვარ-აპრილში 69 პროცენტით არის ტურიზმი აღდგენილი. მილიონობით ადამიანის შემოყვანას და გამასპინძლებას სჭირდება თავისი სტანდარტი და პირობები. გვყავს თუ არა საკმარისი ტექნიკური პერსონალი, გიდი, თარჯიმანი, მიმტანი თუ ა.შ. ისე არ უნდა მოხდეს რომ ტურისტს მეორედ ჩამოსვლის სურვილი გაუქრეს. სწორედ ესაა მთავარი ამოცანა“, - განმარტავს იასე ზაუტაშვილი.


business-partner.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up