„გარდაცვლილი ადამიანის საქმეს ისე განიხილავდნენ, თითქოს არაფერი ხდებოდა“ - ჯანდაცვის მინისტრი

„გარდაცვლილი ადამიანის საქმეს ისე განიხილავდნენ, თითქოს არაფერი ხდებოდა“ - ჯანდაცვის მინისტრი

access_time2022-04-20 20:00:58

„პირველ შეხვედრაზე რომ მივედი, შოკში ვიყავი, გარდაცვლილი ადამიანის საქმეს განხილავდნენ, ზოგიერთი საბჭოს წევრისგან ისეთი დამოკიდებულება იყო, თითქოს არაფერი ხდებოდა“ - ასე შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა ექიმებისა და კლინიკების გადაცდომებზე საუბრის განაცხადა.  „აიპრესისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ის ამბობს, რომ პაციენტის გარდაცვალების შემთხვევებში, სადაც ექიმის ბრალეულობა იკვეთება, სათანადო რეაგირება არ ხდება. თუმცა, მინისტრმა თქვა ისიც, რომ ძალიან ხშირად არის შემთხვევები, როდესაც ექიმის ბრალეულობა არ იკვეთება. ვრცელ ინტერვიუში, ზურაბ აზარაშვილი ყურადღებას პროფესიული განვითარების საბჭოს მუშაობაზე ამახვილებს და აცხადებს, რომ უწყებას მუშაობის პრობლემა აქვს.


„პირველ შეხვედრაზე საბჭოში რომ მივედი, შოკში ვიყავი, ანუ განხილვა იყო გარდაცვლილი ადამიანის საქმის და დამოკიდებულება იქ ზოგიერთი საბჭოს წევრისგან იცით როგორი იყო? თითქოს არაფერი ხდებოდა.  რაღაც ალბათობები მოჰქონდათ… თითქოს ჩვეულებრივი მოვლენა იყო ის, რომ ოპერაცია არასწორად გაუკეთეს ადამიანს და მერე გარდაიცვალა და ეს ხდება ხოლმე. ეს დამოკიდებულებაა შესაცვლელი. ზუსტად ასეთი დამოკიდებულება გვაძლევს უხარისხო დამოკიდებულებას კლინიკებში და ხშირ შემთხვევებში, გარდაცვალებას.

 

სამწუხაროდ, ყველა პრობლემა იქიდან მოდის, რომ ბოლო წლების განმავლობაში მოსახლეობას, ექიმების მიმართ ცოტა ნდობა აქვს დაკარგული. ნებისმიერ პრობლემას, რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს პაციენტთან, აბრალებენ ექიმს. ზოგიერთ შემთხვევაში მართლაც არის ექიმის ბრალეულობა, მაგრამ არა ყოველთვის, როგორც სურთ რომ წარმოაჩინონ.

 


იმ შემთხვევების ობიექტურად შეფასება უნდა მოხდეს, სადაც ექიმის ბრალეულობა იკვეთება, რამაც პაციენტი გარდაცვალებამდე მიიყვანა.  გეტყვით, რომ არ ხდება სათანადო რეაგირება. აქ აღმოვაჩინეთ, რომ გვქონია პროფესიული საბჭო. „აღმოვაჩინეთ“-ს იმიტომ ვამბობ, რომ პრაქტიკულად მუშაობის პრობლემა აქვთ უწყებაში.

 

ამ საბჭოს საიდან მივაგენით… აღმოჩნდა, რომ სამედიცინოს როდესაც ამთავრებენ, მერე კვალიფიკაციის გამოცდაა, რომელსაც აქ აბარებენ. ასევე როდესაც უცხოეთში მოღვაწეობს ექიმი, თუნდაც ქართველი და იგივე პროფილით უნდა საქართველოში დაბრუნება, მუშაობა კონკრეტული პროფილის ასოციაციები უნდა შეიკრიბონ და ასე ვთქვათ, ამათ მისცენ იმ ექიმს „კურთხევა“, რომ აქ საქმიანობა დაიწყოს. თითქმის 99% შემთხვევაში, ეუბნებიან უარს. სინამდვილეში რა ხდება? იქიდან რომ ჩამოვა კვალიფიციური სპეციალისტი და აქ მისცემენ საქართველოში მუშაობის უფლებას, უჩნდებათ კონკურენტი. ამიტომ ეს პროცესი არასწორად არის მოწყობილი.

 

შეიძლება საკონსულტაციოდ ვესაუბრო ასოციაციებსაც, სხვა კომპეტენტურ ხალხსაც, მაგრამ, საბოლოო გადაწყვეტილება რეგულირების სააგენტოს რომ ვახსენებთ, უნდა იყოს ამათზე.

 

ძალიან მარტივად და ადამიანურ ენაზე რომ აგიხსნათ, ახლა „კოკა-კოლასთვის“ რომ გვეკითხა „პეპსი“ შემოგვეშვა თუ არა საქართველოში დაგვიდასტურებდა?! დიდი ალბათობით  – არა. ამ პროცესის მოწყობა გვინდა ისე, რომ სამართლიანი და ობიექტური გავხადოთ, ობიექტურად რომ მოხდეს ექიმის შეფასება, კვალიფიკაციით და არა იმით რომ ვიღაცის კონკურენტი გახდება“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

 




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up