მოდის სახლი Westwood-ის ცნობით, ბრიტანელი მოდის დიზაინერი ვივიენ ვესტვუდი 81 წლის ასაკში, ლონდონში გარდაიცვალა.
ვესტვუდი ითვლება მაღალი მოდის პანკ სტილის ფუძემდებლად. მან საქმიანობა 1970 წელს დაიწყო, 1981 წელს შექმნა საკუთარი ბრენდი და სამჯერ დასახელდა წლის საუკეთესო დიზაინერად.
მოდის დიზაინერი ასევე ცნობილი იყო თავისი პოლიტიკური და გარემოსდაცვითი აქტიურობით. კერძოდ, 2015 წელს ის ტანკით მივიდა პრემიერ-მინისტრ დევიდ კამერონის რეზიდენციაში, ამ ფორმით დიზაინერი აპროტესტებდა ფიქლის ნავთობის მოპოვებას.