„გარემოს დაცვა და სოფლის  განვითარება 2030“ - გრძელვადიანი ხედვა დღეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა წარადგინა

„გარემოს დაცვა და სოფლის განვითარება 2030“ - გრძელვადიანი ხედვა დღეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა წარადგინა

access_time2021-07-01 13:10:00

„გარემოს დაცვა და სოფლის განვითარება 2030“ - გრძელვადიანი ხედვა დღეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა წარადგინა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.


მინისტრმა განვითარების ხედვის მიმართულებებზე დეტალურად ისაუბრა. 


ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრები, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები, სახელმწიფო რწმუნებულები, დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო, დონორი ორგანიზაციების, დარგობრივი ასოციაციების და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები და ფერმერები ესწრებოდნენ.



პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, მთავრობის ათწლიანი გეგმის ფარგლებში, სამინისტროები საკუთარი მიმართულების ხედვებს წარადგენენ, რომელიც ეკონომიკური სტაბილურობისა და ქვეყნის სიძლიერისთვის მომდევნო წლების სახელმძღვანელო იქნება.



გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო პირველი უწყებაა, რომელმაც დარგის განვითარების ათწლიანი ხედვა წარადგინა.




„ჩვენთვის სოფლის მეურნეობის განვითარება და გარემოს დაცვაზე ზრუნვა არის უმნიშვნელოვანესი გამოწვევა. ამ გამოწვევის გასამკლავებლად, მნიშვნელოვანია თანმიმდევრული სახელმწიფო პოლიტიკა. ბატონი ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით, 2012 წლიდან, სოფლის მეურნეობა გამოცხადდა ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტად და სახელმწიფოს მხრიდან სოფლის მეურნეობის დარგის მხარდაჭერა იმ შედეგებში აისახა, რაც დღეს ჩვენ გვაქვს.



მიუხედავად პანდემიისა, 2020 წელსაც კი, ჩვენ გვქონდა ძირითადი ეკონომიკური პარამეტრების თანმიმდევრული გაუმჯობესება, რის შედეგადაც, ორნიშნა ზრდა გვქონდა როგორც გამოშვების, დამატებითი ღირებულებების შექმნის, ისე ერთ დასაქმებულზე პროდუქტიულობის თვალსაზრისით; ეს არის ჩვენი თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგი, რომელსაც მომავალ წლებშიც ასეთივე ტენდენცია ექნება.



ჩვენი ამოცანა გრძელვადიანი ხედვის ჩამოყალიბებაა; მადლობა მინდა გადავუხადო პრემიერ- მინისტრს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს განსაკუთრებული მხარდაჭერისთვის; იმისათვის, რომ მეტი რესურსების მობილიზება შევძლოთ შემდეგი 9-10 წლის განმავლობაში, რომ ის ზრდის ტემპი, რომელიც გვაქვს, გავზარდოთ და უფრო ამბიციური გეგმები, რომელსაც ჩვენ დავისახავთ განვახორციელოთ, ძალიან მნიშვნელოვანია კერძო სექტორის ჩართულობა, დონორი ორგანიზაციების გვერდში დგომა; მადლობა მინდა გადავუხადო მათ იმ წვლილისთვის, ისინი იქნებიან მონაწილე მომავალი გეგმების შესრულებაშიც; მნიშვნელოვანია სახელმწიფოს თანმიმდევრული პოლიტიკის გაგრძელება.



ჩვენ რამდენიმე მიზანს ვისახავთ - ეს არის სასურსათო უსაფრთხოების მიზნით ჩვენი თვითუზრუნველყოფის ამაღლება; როდესაც ვსაუბრობთ ამ მიზანზე, საქართველოს აგროსასურსათო სექტორის საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალურ გამოყენებაზე, ვგულისხმობთ ასევე ინკლუზიურობას იმისათვის, რომ ეს ზრდა, ეს ეკონომიკური პროგრესი, რომელიც რიცხვებში გვაქვს გამოსახული, შეეხოს თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, განსაკუთრებით სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას და მათ კეთილდღეობას; ის ეკონომიკური სიკეთე გადანაწილდეს ჩვენს თანამოქალაქეებზე.



გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის უზრუნველყოფა ჩვენი მნიშვნელოვანი ამოცანაა. კონკურენტუნარიანი სოფლის მეურნეობის მდგრადი მართვისთვის, გვჭირდება შესაბამისი ინსტიტუციური განვითარება.



ჩვენ ძალიან დეტალური გეგმები მოვამზადეთ პრემიერ-მინისტრის დავალებით. დღეს, მზად ვართ, რომ საზოგადოებას წარვუდგინოთ ძირითადი სამიზნე მაჩვენებლები, რომლებზეც მომავალში შეგვიძლია ვიმსჯელოთ დეტალურად. კონკრეტული გათვლები და სამოქმედო გეგმები, კონკრეტული დარგების თუ რეგიონების მიხედვით განსაზღვრული პრიორიტეტები სამინისტროს აქვს დამუშავებული, რომელიც აკადემიის წარმომადგენლებთან, ექსპერტებთან, დარგობრივ ჯგუფებთან ერთად უნდა განვიხილოთ სამუშაო ფორმატებში, პარლამენტის ჩართულობით და საზოგადოების ფართო მონაწილეობით, როგორც სოფლის მეურნეობის, ისე გარემოს დაცვით მიმართულებებში“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up