გარემოს დაცვის მინისტრი  „არემჯის“ გარემოსდაცვითი პროგრამის  ფარგლებში შესრულებულ პროექტებს გაეცნო

გარემოს დაცვის მინისტრი „არემჯის“ გარემოსდაცვითი პროგრამის ფარგლებში შესრულებულ პროექტებს გაეცნო

access_time2022-06-22 14:40:04

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძესთან და კომიტეტთან არსებული ქვემო ქართლის რეგიონში დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის წევრებთან ერთად, კაზრეთში „არემჯის“ გარემოსდაცვითი პროგრამის ფარგლებში განხორციელებულ სამუშაოებს გაეცნო.


რეგულარული მონიტორინგის ფარგლებში, რომელიც 2018 წლიდან გარემოს დაცვის სამინისტროსა და გარემოს დაცვის კომიტეტთან არსებული სამუშაო ჯგუფის წევრების ჩართულობით ხორციელდება, მინისტრმა „არემჯის“ მიერ,  მიწერილობის ფარგლებში განსაზღვრული გარემოსდაცვითი პროექტები და ღონისძიებების შედეგები დაათვალიერა.


,,სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და გარემოს დაცვის კომიტეტის წევრებთან  ერთად დავათვალიერეთ არემჯიში მიმდინარე სამუშაოები. მიუხედავად იმისა რომ ჯერ კიდევ არის გარკვეული სამუშაოები ჩასატარებელი, ვთანხმდებით რომ, ბევრი მიმართულებით არის პროგრესი. ჩვენი გარემოსდაცვითი პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი და მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომ მსხვილმა საწარმოებმა გონივრულ ვადებში შეძლონ გარემოსდაცვითი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულება. ამ საწარმოებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ქვეყნის ეკონომიკაში, ყავთ დასაქმებული ძალიან ბევრი ადამიანი, ამიტომ მათი განვითარება, ისე რომ არ მოახდინონ გარემოზე უარყოფითი ზემოქმედება, ძალიან მნიშვნელოვანია.’’ - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ.


აღსანიშნავია, რომ გარემოსდაცვითი პროგრამის ფარგლებში  ქმედითი ნაბიჯებისა და კომპლექსური გარემოსდაცვითი ღონისძიებების გატარების შედეგად გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ 2021-2022 წლის  შემოწმებას, შპს RMG Gold-ში არც ერთი დარღვევა და ნაკლოვანება არ გამოუვლენია. რაც კომპანიის წარმომადგენლების თქმით,  საჯარო სექტორისა და საზოგადოებრივი ჯგუფების ერთობლივი ძალისხმევის შედეგია.


,,სამინისტროს მიწერილობის საფუძველზე განსახორციელებელი გარემოსდაცვითი ღონისძიებების ნუსხა 100-მდე პროექტს და შემარბილებელ ღონისძიებას  აერთიანებდა, რაც წყლის, ნიადაგის და ჰაერის დაცვას ითვალისწინებს.  პროექტების  განხორციელების პროცესი წარმატებით მიმდინარეობს და უკვე დასრულების ეტაპზეა. სწორედ ამის დასტურია, ის რომ წელს “არემჯი გოლდის” შემოწმებისას, არცერთი გარემოსდაცვითი დარღვევა არ დაფიქსირებულა. კომპანია განაგრძობს საერთაშორისო გარემოსდაცვითი სტანდარტების დანერგვას და მათი გათვალისწინებით  ახალი გარემოსდაცვითი პროექტების განხორციელებას.’’ - განაცხადა არემჯის ადმინისტრაციის უფროსმა, ამირან ქართველიშვილმა.



ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა მოინახულეს ისტორიული მადნეულის კარიერი და მისი #4 სანაყაროს ძირში მოწყობილი წყლის გამწმენდი ნაგებობები და წყალდამჭერი ინფრასტრუქტურა. მნიშვნელოვანია, რომ  საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობითა და უახლესი ტექნოლოგიებით  აშენებული 3 გამწმენდი ნაგებობა  დაიცავს მდინარეებს ფოლადაური, კაზრეთულა  და მაშავერა  სანაყაროებიდან ჩამდინარე თუ საწარმოდან ჩაშვებული წყლებისგან. 


„უკვე ოთხი წელია, „საყდრისის კომიტეტი“ საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის ფორმატში მონიტორინგს ვუწევთ კომპანიის გარემოსდაცვითი ვალდებულებების შესრულებას, დღეს კი, ერთგვარად, ამ ოთხწლიან მუშაობას ვაჯამებთ. მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ რთული პერიოდი გავიარეთ, მაგრამ გვაქვს გარკვეული პროგრესი და შედეგებიც. მაგალითად, 2022 წელს, გარემოს დაცვის სამინისტროს ინსპექტირების შედეგად, კომპანია „არემჯი გოლდში,“ მისი არსებობის ისტორიაში პირველად, არ დაფიქსირებულა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევა, რაც იმედისმომცემია, თუმცა, „არემჯი ჯგუფის“ სხვა კომპანიებში კვლავ არსებობს გარკვეული კითხვები და ხარვეზები. ვფიქრობთ, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ, ეტაპობრივად, ამ ხარვეზების აღმოფხვრასაც შევძლებთ. წინ კიდევ ბევრი გამოწვევაა“ -აღნიშნა ქვემო ქართლის რეგიონში დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის წევრმა, ნინო ბურჭულაძემ.


სამუშაო ჯგუფი ადგილზე ასევე გაეცნო რეკულტივაციის ექსპერიმენტულ პროექტს, არსებულ კუდსაცავს და მის ძირში მოწყობილ სატუმბ ინფრასტრუქტურას და საყდრისის უბანზე მოწყობილ  ამტვერიანების საწინააღმდეგო  ინფრასტრუქტურას.


დღის ბოლოს სტუმრებმა მოინახულეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი - „აბულმუგის სპარსული აბანო“, რომლის ადგილმონაცვლეობა „არემჯის“ საწარმოო ტერიტორიდან 2021 წელს “მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის“ (საყდრისის კომიტეტის) ინიციატივით განხორციელდა.

 


(R)

 

 

 

 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up