გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური გამწვანების სამუშაოებს განაგრძობს. ინფორმაციას საქალაქო სამსახური ავრცელებს.
„სამუშაოები, დედაენის ბაღის მიმდებარედ გამწვანებულ ზოლში განხორციელდა, სადაც 300 ძირზე მეტი მწვანე ნარგავი დაირგო.
ტერიტორიაზე, არიზონას კვიპაროსი, მარადმწვანე მაგნოლია, ფოტინია შტამპზე, ფიტოსფორუმი, წყავი, ფოტინია, ატლასის კედარი, ლოროპეტალუმი შტამპზე, ლოროპეტალუმი ბურთის ფორმის, აბელია და 200 ძირზე მეტი ნიადაგმფარავი დაირგო.
გამწვანების სამუშაოებს შპს „ეკოსერვის ჯგუფი“ ახორციელებს“ – ნათქვამია ინფორმაციაში.