გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა, საგაზაფხულო რგვების ფარგლებში, გამწვანების მასშტაბური სამუშაოები დაიწყო. ინფორმაციას საქალაქო სამსახური ავრცელებს.
„ამჟამად, სამუშაოები ვარკეთილში, თაყაიშვილის ქუჩაზე არსებულ გზის შუა ზოლში მიმდინარეობს, სადაც 370-მდე ძირი მწვანე ნარგავი დაირგვება.
ამავე ქუჩაზე გამწვანებული კუნძულები და გზის განაპირა თარგებიც გამწვანდა, სადაც 355 ძირი მწვანე ნარგავი დაირგო.
გამწვანების სამუშაოებს შპს „ეკოსერვის ჯგუფი“ ახორციელებს“ – ნათქვამია ინფორმაციაში.