გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა 2021 წლის ანგარიში  და მიმდინარე სამუშაო გეგმა წარადგინა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა 2021 წლის ანგარიში და მიმდინარე სამუშაო გეგმა წარადგინა

access_time2022-02-28 17:06:42

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა, თამარ ალადაშვილმა საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს ცენტრის 2021 წლის ანგარიში და მიმდინარე წლის გეგმები გააცნეს. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ავრცელებს.



„გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი არის მნიშვნელოვანი მანდატის მქონე უწყება, რომელსაც აქვს მედიატორის ფუნქცია გარემოსდაცვითი პოლიტიკის შემმუშავებელ და განმახორციელებელ რგოლებს შორის და უზრუნველყოფს სამიზნე ჯგუფებისათვის სტრატეგიების, კანონმდებლობისა თუ პოლიტიკის ფართო საზოგადოებისთვის მარტივად აღსაქმელი ფორმატით მიწოდებას. როგორც იცით, უწყება თავის საქმიანობას წარმართავს გარემოსდაცვით კონვენციებს შორის განსაკუთრებული დოკუმენტის - ორჰუსის კონვენციის პრინციპებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ცენტრის მიზნები და ფუნქციური დატვირთვა მზარდია და აქტიურად მუშაობს როგორც გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების ხელშეწყობის, ასევე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების პროცესში საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობისთვის“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.



შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მას შემდეგ, რაც ქვეყნის მასშტაბით წარმატებით დაინერგა სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების პროგრამა, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა გარემოსდაცვითი და აგრარული საკითხების სწავლება სკოლებში დაიწყო. ცენტრმა, 2021 წელს „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში“ პროგრამის სასკოლო სივრცეში ინტეგრირების მიზნით, დაწყებითი საფეხურის 1800 პედაგოგი უკვე გადაამზადა. მასწავლებელთა გადამზადება მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება. პროექტი 4 წლის განმავლობაში განხორციელდება და მთელ საქართველოს დაფარავს. პროგრამის სასკოლო სივრცეში ინტეგრირება ხელს შეუწყობს მომავალი თაობებში სწორი გარემოსდაცვითი ღირებულებების ჩამოყალიბებას და აგრარული მიმართულებით ბაზისური ცოდნის მიღებას.




გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ფერმერებს, აგრარული მიმართულების სტუდენტებსა და ამ დარგით დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობების გაძლიერებისთვის უფასო ტრენინგებს სთავაზობს.



ცენტრი აქტიურად მუშაობს პროფესიული სასწავლებლების გაძლიერების მიმართულებითაც. დეფიციტური დარგობრივი პროფესიების პოპულარიზაციის მიზნით, დაწყებულია ზრდასრულთათვის საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება, მიმდინარეობს მათი აკრედიტაციის პროცესი, რაც ხელს შეუწყობს მეტყევე-ტაქსატორის, გარემოსდაცვითი მმართველის, კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის სპეციალისტების მომზადებას.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up