გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებისა და აგრარულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 9 თვის მიმოხილვა“ მოისმინეს

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებისა და აგრარულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 9 თვის მიმოხილვა“ მოისმინეს

access_time2021-11-10 17:45:00

ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 9 თვის მიმოხილვა“ მოისმინეს დღეს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებისა და აგრარულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.


საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ აღნიშნა, რომ 2021 წლის ცხრა თვის მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო რეალურმა ზრდამ 11.3 % შეადგინა.


მომხსენებლის თქმით, სწორედ ამიტომ 2022 წლის ბიუჯეტის გადამუშავებულ ვარიანტში წარმოდგენილი იქნება განახლებული პროგნოზი, რომელიც ითვალისწინებს 10%-იანი ეკონომიკური ზრდის მიღებას.



მომხსენებელმა რამდენიმე სამინისტროს ბიუჯეტის შესრულების პარამეტრები წარადგინა, მათ შორის ჯანდაცვის სამინისტრო, სადაც 4 მილიარდ 610 მლნ ლარია ათვისებული და 98%-ია შესრულების მაჩვენებელი. განათლების და კულტურის სამინისტრო, რომლებიც მიმდინარე წლის ბიუჯეტში ერთად არის გათვალისწინებული და ამ მიმართულებით 99% ანუ 1 მილიარდ 631 მლნ ლარამდეა ათვისებული; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 1 მილიარდ 676 მილიონი ლარზე მეტი ხარჯი გაწია და ამან დაგეგმილი ბიუჯეტის 104% შეადგინა. მათ შორის გარემოს დაცვითი კუთხით მყარი ნარჩენების მართვის პროგრამაზე მიიმართა 24,2 მლნ ლარი და შესრულების მაჩვენებელი 102,7%- ია.


გიორგი კაკაურიძემ განსაკუთრებით გაამახვილა ყურადღება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროზე, რომლისთვისაც გაწეული ხარჯი 9 თვეში 447,8 მლნ ლარს შეადგენს და 96,5% -ია ჯამური შესრულების მაჩვენებელი.


მომხსენებელმა, დარგობრივი კომიტეტების ინტერესიდან გამომდინარე ამ მიმართულებით განხორციელებული პროგრამების შესრულებისა და მათზე გაწეული გეგმიური ხარჯების შესრულების თაობაზე უფრო დეტალური ინფორმაცია წარადგინა. როგორიცაა, სურსათის უვნებლობის კუთხით, მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების, სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობისთვის, ერთიანი აგროკრედიტის ფარგლებში გაწეული ხარჯები, სამელიორაციო სისტემებზე გაწეული ხარჯი. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის მიმართულებით, დაცული ტერიტორიების სისტემის ჩამოყალიბებაზე და მართვაზე გაწეული ხარჯი, სატყეო სისტემის ჩამოყალიბება და მართვა, ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს დაფინანსება, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა და ინფორმაციის მიწოდებაზე გაწეული ხარჯი, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დაცვა, მიწის მდგრადი მართვის და მიწით სარგებლობის მონიტორინგის პროგრამა და სხვა პროგრამები.


კომიტეტებმა ანგარიშს მხარი დაუჭირა.




თეგები:
ბიუჯეტი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up